2027 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით წითელი ცეცხლოვანი თხის წელია. ასტროლოგების პროგნოზით, ცეცხლოვანი ცხენის დინამიკური და ემოციური წლის შემდეგ შედარებით მშვიდი პერიოდი იწყება, როდესაც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება ურთიერთობებს, შემოქმედებას, პიროვნულ განვითარებასა და საკუთარ სურვილებში გარკვევას.
2027 წელი განსაკუთრებით ხელსაყრელი შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის, ვინც ცხოვრებისეულ სირთულეებს სწორად შეაფასებს და მიღებულ გამოცდილებას გამოიყენებს. ცეცხლოვანი თხა სიმბოლურად სილამაზესთან, მგრძნობელობასთან, ოჯახურ სიმყუდროვესა და შინაგან თავისუფლებასთან ასოცირდება. ამ წლის მთავარი თემები კი მოთმინება, შემოქმედებითი საქმიანობა და საკუთარ თავზე ზრუნვა იქნება.
რა ელის აღმოსავლური კალენდრის თითოეულ ნიშანს 2027 წელს?
ვირთხა (1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020)
ვირთხებისთვის დატვირთული პერიოდის შემდეგ 2027 წელი ამოსუნთქვისა და ცხოვრების შედარებით მშვიდი ტემპით გაგრძელების შესაძლებლობას შექმნის. სასურველია, ყველა საქმის ერთდროულად შესრულებას არ შეეცადოთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად დრო დაიტოვოთ.
კარიერა და ფინანსები: წლის პირველი თვეები სამუშაო საკითხების მოწესრიგებას დაუთმეთ. შესაძლოა, კარიერული წინსვლა გარკვეული ხნით შეფერხდეს, თუმცა ზაფხულის მოახლოებასთან ერთად საინტერესო პროექტი ან შეთავაზება გამოჩნდება, რომელიც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
სიყვარული: პირად ცხოვრებაში გაცილებით სასიამოვნო პერიოდი გელით. მარტოხელა ვირთხებს მოულოდნელი ნაცნობობა ელოდებათ, რომელიც შესაძლოა სწრაფად გადაიზარდოს სერიოზულ ურთიერთობაში. წყვილებმა კი მეტი დრო უნდა დაუთმონ ერთმანეთს. ერთობლივი მოგზაურობა და მცირე რომანტიკული სიურპრიზები ურთიერთობაში სიახლეს შეიტანს.
ხარი (1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009, 2021)
2027 წელს ხარებს მოუწევთ, უარი თქვან ყველაფრის კონტროლის სურვილზე. ყველა გარემოების წინასწარ გათვლა შეუძლებელია, თუმცა მოულოდნელმა ცვლილებებმა შესაძლოა ახალი შესაძლებლობებიც გააჩინოს.
კარიერა და ფინანსები: პროფესიულ სფეროში პროდუქტიული წელი გელით. კოლეგებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება, პროექტები კი უფრო საინტერესო და მომგებიანი გახდება. განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდი შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის, ვინც საკუთარი საქმის დაწყებას გეგმავს.
სიყვარული: მარტოხელა ქალებს შესაძლოა გრძნობები გაუჩნდეთ ადამიანის მიმართ, რომელსაც აქამდე მხოლოდ მეგობრად ან კოლეგად აღიქვამდნენ. ოჯახურმა წყვილებმა კი მეტი მოთმინება უნდა გამოიჩინონ. გადაჭარბებულმა მოთხოვნებმა შესაძლოა ზედმეტი კონფლიქტები გამოიწვიოს. ემოციების მართვა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გონივრულად მიღება წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ვეფხვი (1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010, 2022)
ვეფხვებისთვის 2027 წელი შინაგანი გარდაქმნის პერიოდი იქნება. შესაძლოა, შეიცვალოს დამოკიდებულება სამსახურის, გარემოცვისა და საკუთარი ცხოვრებისეული პრიორიტეტების მიმართ. ახალი გამოცდილება კი მომდევნო ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარებათ.
კარიერა და ფინანსები: პროფესიული წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ახალი ნაცნობობები გახდება. უარს ნუ იტყვით ღონისძიებებზე, კონფერენციებსა და შეხვედრებზე მიწვევებზე - შესაძლოა, სწორედ იქ გაიცნოთ ადამიანი, რომელიც კარიერულ განვითარებაში დაგეხმარებათ.
სიყვარული: მარტოხელა ქალებს შესაძლოა შეხვდეთ ადამიანი, რომელიც ურთიერთობების შესახებ მათ წარმოდგენას მთლიანად შეცვლის. მათ კი, ვინც უკვე ურთიერთობაშია, გულწრფელი საუბარი და პარტნიორთან სიახლოვე დაეხმარება. ზოგიერთ წყვილს ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლის სურვილი გაუჩნდება.
კურდღელი (1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011, 2023)
კურდღლებისთვის 2027 წელი მშვიდი და კომფორტული იქნება. ცეცხლოვანი თხის ენერგია კარგად ერწყმის ამ ნიშნისთვის დამახასიათებელ სიმშვიდის, სილამაზისა და ემოციური უსაფრთხოების სურვილს. ეს კარგი პერიოდია, რომ შეჩერდეთ, განვლილი გზა შეაფასოთ და მიღწეული შედეგებით დატკბეთ.
კარიერა და ფინანსები: პროფესიულ სფეროში სტაბილურობა და თანდათანობითი წინსვლა გელით. ნუ შეიტანთ ეჭვს საკუთარ შესაძლებლობებში - შესაძლოა, იმაზე მეტის მიღწევა შეგეძლოთ, ვიდრე ახლა წარმოგიდგენიათ.
სიყვარული: მარტოხელა კურდღლებს ცხოვრების თანამგზავრის პოვნის კარგი შესაძლებლობა ექნებათ. წლის შუა პერიოდში დაწყებული ურთიერთობა შესაძლოა სერიოზული აღმოჩნდეს. ოჯახურ წყვილებს კი მეტი ჰარმონია და ურთიერთგაგება ელოდებათ. შემოდგომის დასაწყისში ერთობლივი დასვენება ურთიერთობისთვის სასიამოვნო გამოცდილება იქნება.
დრაკონი (1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012)
2027 წელს დრაკონებს მოუწევთ, შეანელონ ცხოვრების ტემპი და ურთიერთობებში მეტი დიპლომატია გამოიჩინონ. მოთმინება და მოქნილობა სწორედ ის თვისებები იქნება, რომლებიც სასურველი შედეგის მიღწევაში დაეხმარებათ.
კარიერა და ფინანსები: მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები: დაწინაურება, საინტერესო პროექტები ან შესაძლოა, სამსახურის შეცვლაც კი. ძველ კავშირებს ნუ გაწყვეტთ, რადგან ისინი ახალ სამუშაო გარემოშიც შეიძლება გამოგადგეთ.
სიყვარული: მარტოხელა ქალები შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე მამაკაცის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. ზაფხულის დასაწყისისთვის კი, სავარაუდოდ, არჩევანს გააკეთებენ. წყვილებმა გრძნობები მხოლოდ საქმით კი არა, სიტყვებითაც უნდა გამოხატონ — პარტნიორისთვის საკუთარი ემოციების გაზიარება ურთიერთობას გააძლიერებს.
გველი (1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013)
გველებისთვის 2027 წელი მშვიდი, თუმცა მნიშვნელოვანი წინსვლის პერიოდია. ძველი შიშების დაძლევა და დიდი ხნის ოცნებების ასრულება უფრო რეალური გახდება. მთავარია, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული იყოთ და ახალი გამოცდილების მიღებისგან თავი არ შეიკავოთ.
კარიერა და ფინანსები: ახალი პერსპექტივები განსაკუთრებით მათ ელოდებათ, ვინც შემოქმედებით საქმიანობაში, კომუნიკაციებში, ფსიქოლოგიასა თუ დიზაინში მუშაობს. ინტუიცია და ადამიანების გაგების უნარი პროფესიულ წარმატებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, საკუთარი ენერგია სწორად გადაანაწილოთ და სხვებისთვის გაწეული ძალისხმევის დაფასებაც არ დაივიწყოთ.
სიყვარული: მარტოხელა გველებს ადამიანებთან ურთიერთობისა და ნდობის დამყარება გაუადვილდებათ. წყვილებში კი მეტი სითბო და სიახლოვე გაჩნდება. თუ პარტნიორის მიმართ წყენა დაგიგროვდათ, მისი დამალვის ნაცვლად გულწრფელ საუბარს მიანიჭეთ უპირატესობა.
ცხენი (1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014)
ცეცხლოვანი ცხენის აქტიური წლის შემდეგ ამავე ნიშნის წარმომადგენლებს 2027 წელს ცხოვრების ტემპის შეცვლა მოუწევთ. ეს პერიოდი მიღწეული შედეგების შეფასებისა და მომავალი გეგმების განსაზღვრისთვის გამოდგება. დროებითი შენელება მარცხს არ ნიშნავს - ეს ახალი ეტაპისთვის აუცილებელი შესვენებაა.
კარიერა და ფინანსები: შესაძლოა, სამსახურში მოვლენები მოსალოდნელზე ნელა განვითარდეს. თუმცა მოთმინება და თანმიმდევრული მუშაობა საბოლოოდ შედეგს გამოიღებს. ნუ იჩქარებთ და მცირე წინსვლასაც სათანადო მნიშვნელობა მიანიჭეთ.
სიყვარული: პირად ცხოვრებაში სიმშვიდე დაისადგურებს. თუ 2026 წელს ურთიერთობა სწრაფად ვითარდებოდა, 2027-ში შესაძლოა ის უფრო სერიოზულ ეტაპზე გადავიდეს ან ბუნებრივად დასრულდეს. მარტოხელა ცხენებმა კი პარტნიორის არჩევისას არ უნდა იჩქარონ - ადამიანს უკეთ გასაცნობად დრო სჭირდებათ.
თხა (1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015)
თხებისთვის 2027 წელი პირადი განახლებისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდად შეიძლება იქცეს. შესაძლოა, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სიახლეების შეტანის სურვილი გაგიჩნდეთ - შეიცვალოთ გარეგნობა, სამსახური, საცხოვრებელი ადგილი ან ურთიერთობები. ამ ცვლილებების ნაწილი განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდება.
კარიერა და ფინანსები: გაზაფხულიდან პროფესიულ სფეროში ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. შემოქმედებითი იდეები მოთხოვნადი გახდება, შესაძლოა, საინტერესო პროექტი მიიღოთ, დაწინაურდეთ ან საკუთარი საქმის დაწყებაზეც დაფიქრდეთ.
სიყვარული: მარტოხელა თხებს რომანტიკული ნაცნობობა ელოდებათ. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომლის გვერდითაც თავს სრულიად განსხვავებულად იგრძნობთ. წყვილებში კი მეტი სინაზე და სიახლოვე გაჩნდება. ზოგიერთმა შესაძლოა ქორწინება, საცხოვრებლის შეცვლა ან ოჯახის გაზრდაც გადაწყვიტოს.
მაიმუნი (1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016)
2027 წელს მაიმუნებს საკუთარი გადაწყვეტილებებისთვის მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ. ეს არ ნიშნავს, რომ მხიარულებასა და იუმორზე უარი უნდა თქვათ - მთავარია, სერიოზულ საკითხებსაც სათანადო ყურადღება დაუთმოთ.
კარიერა და ფინანსები: პროფესიულ სფეროში ბევრი საინტერესო ცვლილებაა მოსალოდნელი. შესაძლოა, ახალი მოვალეობები დაგეკისროთ, ხელმძღვანელი შეგეცვალოთ ან ისეთი შეთავაზება მიიღოთ, რომელიც თავდაპირველად ზედმეტად საპასუხისმგებლოდ მოგეჩვენებათ. ნუ შეგეშინდებათ გამოწვევების - ისინი განვითარებაში დაგეხმარებათ.
სიყვარული: მარტოხელა მაიმუნებს შესაძლოა წლის შუა პერიოდში მოგზაურობისას ან უჩვეულო ღონისძიებაზე საინტერესო ადამიანი შეხვდეთ. ოჯახურმა წყვილებმა კი ურთიერთობაში მეტი რომანტიკა უნდა შეიტანონ. ერთობლივი ჰობი შესაძლოა სიახლოვის აღდგენის კარგი საშუალება გახდეს.
მამალი (1957, 1969, 1981, 1993, 2005, 2017)
მამლის წელში დაბადებულებს 2027 წელს საკუთარი შესაძლებლობების მუდმივი დამტკიცების სურვილი შეუმცირდებათ. უკვე მიღწეული შედეგებით ტკბობისა და საკუთარი შრომის დაფასების დრო დადგება.
კარიერა და ფინანსები: პროფესიულ სფეროში სტაბილურობა გელით. შესაძლოა, ახალი პროექტები მიიღოთ, რომლებიც თავდაპირველად უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, თუმცა დროთა განმავლობაში კარგ შემოსავალსა და სასარგებლო კავშირებს მოგიტანთ.
სიყვარული: მარტოხელა ქალებს შესაძლოა ისეთი ადამიანი შეხვდეთ, რომელიც წარსულ იმედგაცრუებებს დაავიწყებთ და სიყვარულის ხელახლა რწმენაში დაეხმარებათ. წყვილებმა კი ურთიერთობა მხოლოდ ყოველდღიურ ვალდებულებებად არ უნდა აქციონ. საერთო გართობა და სასიამოვნო დროის ერთად გატარება ურთიერთობას გაახალისებს.
ძაღლი (1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018)
ძაღლის წელში დაბადებულები 2027 წელს დიდი ხნის ნანატრ ემოციურ სტაბილურობას იგრძნობენ. შესაძლოა, წარსულის რამდენიმე პრობლემას საბოლოოდ დაემშვიდობოთ და მომავლის დაგეგმვა ძველი გამოცდილების მუდმივი გახსენების გარეშე შეძლოთ.
კარიერა და ფინანსები: პროფესიული წინსვლა მოთმინებას მოითხოვს. ნუ დაელოდებით მყისიერ შედეგებს - თანმიმდევრული შრომა ეტაპობრივად მოგიტანთ სასურველ პოზიციას.
სიყვარული: მარტოხელა ძაღლებს შესაძლოა შემოდგომის დასაწყისში მეგობრების ან ნაცნობების დახმარებით საინტერესო მამაკაცი შეხვდეთ. ოჯახური წყვილებისთვის კი ეს წელი ურთიერთობის განმტკიცებისა და საერთო გეგმების დასახვის შესაძლებლობას შექმნის.
ღორი (1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019)
ღორის წელში დაბადებულებისთვის 2027 წელი ახალი დასაწყისის განცდას მოიტანს. ძველი ისტორიების დასრულება და წარსულისგან გათავისუფლება ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის გზას. განსაკუთრებით სასიამოვნო პერიოდი შეიძლება აღმოჩნდეს მოგზაურობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და ახალი ნაცნობობებისთვის.
კარიერა და ფინანსები: პროფესიულ სფეროში საინტერესო შეთავაზებები გელით. ნუ შეგეშინდებათ ჩვეული საქმიანობის ფარგლებს გასცდეთ - ახალი გამოცდილება შესაძლოა მოულოდნელად მომგებიანი აღმოჩნდეს.
სიყვარული: მარტოხელა ქალებს საინტერესო ნაცნობობები და რომანტიკული თავგადასავლები ელოდებათ. ოჯახურ წყვილებს კი ერთმანეთისთვის მეტი დრო გამოუჩნდებათ, ურთიერთობა უფრო თბილი გახდება. სასიამოვნო საღამოების მოწყობა და მეგობრების მასპინძლობა ოჯახურ ცხოვრებას მეტ ხალისს შემატებს.