21-27 ივლისის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: გაფრთხილდით და მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს

21-27 ივლისის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: გაფრთხილდით და მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს

კვირა საინტერესო მოვლენებითაა აღსავსე, ვერ გეტყვით, რომ ჰარმონიული პერიოდი გველოდება, ამიტომ, მაქსიმალურად ფრთხილი და დაკვირვებული უნდა ვიყოთ. კვირის მთავარი მოვლენაა მზის გადასვლა და ახალმთვარეობა ლომში. მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად. თუმცა...

ნუ დაგვავიწყდება, რომ 18 ივლისიდან მერკური რეტროგრადულ გახდა და ამ პერიოდიდან 11 აგვისტომდე უნდა იყოთ ფრთხილი და დაკვირვებული თუ მოგზაურობთ, შეხება გაქვთ საბუთებთან, დოკუმენტებთან. შეიძლება მიიღოთ შეტყობინება ან ზარი ყოფილი პარტნიორისგან. კარგი იქნება, რომ მიუბრუნდეთ მიტოვებულ და დაუსრულებელ საქმეებს. ახლა კარგია ყველაფრის გადაკეთება.

ივლისის მესამე დეკადაში ყველას მოგვეთხოვება მეტი პასუხისმგებლობა. იქნება ტრანსფორმაციის სურვილი. კარგი გაგებით ადამიანებში მოიმატებს გამბედაობა, პატივისცემა, რეაქციის სისწრაფე და ლიდერობის სურვილი. ასევე იქნება იმპულსურობა, დომინირების სურვილი. დაფიქრდით რა გზას ადგახართ და სად მიგიყვანთ იგი. მოგინდებათ ცვლილებები, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა. ბევრმა ადამიანმა შეიძლება შეიცვალოს მიმართულება, იყავით გონივრულები. მსოფლიოს დონეზე, სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შესაძლოა გაძლიერდეს სამხედრო მოქმედებები, წარმოიშვას დაპირისპირების ახალი კერები და აგრესიული კონფლიქტები ბირთვული იარაღით დაშინების თემებით.

20 ივლისიც საფრთხილო დღეა. მარსი - ენერგიის, ომის პლანეტა კარმულ კვანძებთან ქმნის ასპექტს. შეიძლება გაგიხსენონ ძველი რისხვა და იყოს შურისძიების სურვილი. გაფრთხილდით და მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს. დაფიქრდით, თქვენი დღევანდელი საქციელი რა შედეგს მოგიტანთ მომავალში.

22 ივლისს მზე ლომში გადავა - ცეცხლის, შემოქმედების, სიყვარულისა და ბრწყინვალების სამეფო ნიშანში. იწყება თვითგამოხატვის, გამბედაობის, თამაშის, სცენაზე გამოსვლის დრო. ყველაფერი, რაც დაფარული იყო და ჩუმად ჟღერდა, იწყებს გაბრწყინებას. იწყება ლიდერობისთვის ბრძოლის პერიოდი.

23 ივლისს მზე ჰარმონიულ ასპექტშია ურანთან: ჩვენი შინაგანი მზე თავისუფლებას ეძებს. მაგრამ ვენერა ეჩხუბება მარსს - სიტყვასა და საქმეს შორის, სინაზესა და პერფექციონიზმს შორის. იქნება დაძაბულობა იქ, სადაც სიყვარული თავისუფლებას მოითხოვს. 22-24 ივლისს ვნება და გაღიზიანება გვერდიგვერდ არიან. იყავით გააზრებული, მოერიდეთ იმპულსურობას.

24 ივლისს ახალმთვარეობა გველოდება ლომში 23:11-ზე. ლომი მოგვიწოდებს გამოვჩნდეთ, ვბრწყინავდეთ. მაგრამ რეტროგრადული სატურნი მკაცრად მოგვკითხავს: “მართლა საკუთარ თავზე საუბრობ? თუ ისევ სხვის როლს თამაშობ?“ იყავით დაკვირვებული და პასუხისმგებლიანი. მიუბრუნდით მიტოვებულ ან გადადებულ საქმეებს. ეს ახალმთვარეობა გამოიყენეთ შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. შვილებთან მეტი დროის გასატარებლად. ჩაერთეთ სპორტულ აქტიურობაში. იყავით რომანტიკული საყვარელი ადამიანის მიმართ, ხშირად გაანებივრეთ სასიამოვნო სიურპრიზებით. მარტოხელების ცხოვრებაში მოიმატებს ფლირტი, სასიყვარულო თავგადასავლები.

25 ივლისს მზე რეტროგრადულ ნეპტუნთან ჰარმონიულ ასპექტშია და მხარს დაუჭერს ოცნებებს, თუ ადამიანი გულწრფელია და მზადაა თავისი რესურსები განვითარებაში ჩადოს. თუმცა, რეტროგრადულ პლუტონთან ოპოზიცია რთული არჩევანის წინაშე დაგაყენებთ. ნებისმიერი ძალაუფლება ტრანსფორმაციას მოითხოვს. საკუთარ თავზე ძალაუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვებზე.