21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 21:30-ზე, მთვარე თევზებშია

არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.

ვერძი

წარმატებული და დატვირთული დღეა. მოტივაცია გაქვთ, რაც საშუალებას მოგცემთ აიღოთ ყველაზე რთული საკითხები და გაუმკლავდეთ სერიოზულ და საპასუხისმგებლო საქმეებს. განწყობა დღის მეორე ნახევარში გაგიუმჯობესდებათ. ზემოდან ნუ უყურებთ საყვარელ ადამიანებს და მეგობრებს, რათა არ გააფუჭოთ ურთიერთობა.

კურო

დაძაბულობა დაგიგროვდათ. ღიად ესაუბრეთ თქვენი ოჯახის წევრებს და გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება. მათგან მიიღებთ კარგ რჩევას და მხარდაჭერის თბილ სიტყვებს. 21 აგვისტოს ყოველდღიური საკითხების მოგვარება თქვენს მონაწილეობას მოითხოვს.

ტყუპი

დაგროვდა საქმეები, რისი დასრულებაც გაგიჭირდებათ. ეძიეთ თქვენი კოლეგების ან მეგობრების დახმარება; მოაგვარეთ ყველა რთული საკითხი თანამოაზრე ადამიანების გუნდში.

კირჩხიბი

დილისთვის დაგეგმეთ ყველაზე რთული თუ უსიამოვნო ამოცანები. ენერგია მაღალ დონეზე იქნება, ამიტომ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. ვარსკვლავები გირჩევენ რაციონალურად გაანაწილოთ რესურსები, შეისვენოთ და არ გადატვირთოთ. იყავი გულწრფელი საყვარელ ადამიანებთან.

ლომი

შეზღუდეთ კომუნიკაცია, შეეცადეთ დღეს მარტოობაში იმუშაოთ. ამგვარად არავინ გაგიფანტავთ ყურადღებას და ზედმეტ რჩევას არ მოგცემთ. იფიქრეთ თქვენს მისწრაფებებზე და პრიორიტეტებზე და დაისახეთ ახალი მიზნები.

ქალწული

თქვენი წრიდან ვინმე შესანიშნავ იდეას მოგცემთ ან რაიმე საინტერესოს გირჩევთ. უფრო ხშირად ისაუბრეთ, განიხილეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მოუსმინეთ საუბრებს, რათა არ გამოტოვოთ საჭირო ინფორმაცია.

სასწორი

მოემზადეთ რთული, დატვირთული დღისთვის. ბევრი სამუშაო იქნება, ამიტომ შესაძლოა თავისუფალ დრო ,უშაობას დაუთმოთ. თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ დღესვე დაასრულოთ ყველა საკითხვი, რათა ხვალ სხვა საინტერესო დავალებებზე გადახვიდეთ.

მორიელი

დღეს სასარგებლოა ინტუიციურად მოქმედება, კრეატიულობა და მუშაობისას უჩვეულო მეთოდების გამოყენება. ამგვარად გაუმკლავდებით უამრავ მნიშვნელოვან ამოცანას და გაითავისუფლებთ საღამოს დასვენებისთვის. 21 აგვისტოს შეეცადეთ გააკონტროლოთ ემოციები და შეინარჩუნოთ სიმშვიდე.

მშვილდოსანი

დღეს უამრავ ინფორმაციას და სხვადასხვა სიახლეს მიიღებთ. არ დაიჯეროთ ყველაფერი რაც გესმით. შეამოწმეთ თქვენი წყაროები, მოძებნეთ დამატებითი ფაქტები. კომუნიკაციის დროს იყავით თავშეკავებული, ნუ რეაგირებთ ემოციურად სხვის სიტყვებზე ან ქმედებებზე. სასიამოვნო იქნება მეგობრებთან შეხვედრა.

თხის რქა

დაგროვილი გაქვთ მცირე რუტინული ამოცანები, რომლებსაც ვეღარ გადადებთ. შეადგინეთ დღის გეგმა, მოაგვარეთ მნიშვნელოვანი საკითხები. საუბარში იყავით თავაზიანი და აკონტროლეთ თქვენი სიტყვები. უხეში შენიშვნით ადვილად შეძლებთ ადამიანის შეურაცხყოფა. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას.

მერწყული

მშვიდად გაატარეთ ეს დღე, იფიქრეთ თქვენს გეგმებსა და სურვილებზე, ჩაიხედეთ საკუთარ თავში. უმჯობესია შეზღუდოთ კოლეგებთან ურთიერთობა, მარტომ იმუშაოთ. დღის მეორე ნახევარი უფრო შესაფერისია შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. ერთ-ერთი ახალი ნაცნობი მომავალში საჭირო დახმარებას გაგიწევთ.

თევზები

გადადეთ რთული საკითხები სხვა დღისთვის. დღეს რუტინული სამუშაოს შესრულება დაჭირდებათ, უპირატესობა უბრალო და ნაცნობ საკითხებს მიანიჭეთ. საღამოს რომანტიკული პაემანი ან დასვენება საყვარელ ადამიანთან ერთად დაგიბრუნებთ სიმშვიდეს.