კვირა, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:11-ზე, მთვარე ტყუპშია
კარგი დღეა ვაჭრობისთვის. აკონტროლეთ თქვენი ემოციები, არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს.
ვერძი: იყავით რომანტიკული და მომართული კავშირის გამყარებაზე საყვარელ ადამიანთან. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა და ფლირტი გელოდებათ.
კურო: დაასრულეთ სარემონტო სამუშაოები, ბინის მოლამაზება. პირად ურთიერთობებში უცხოებს ნუ ჩაახედებთ. ზოგიერთმა შეიძლება საკურორტო რომანი გააბათ.
ტყუპი: მთელი დღე ბავშვებთან ერთად გაატარეთ. მათთან ერთად მონახულეთ საინტერესო ადგილები, იმხიარულეთ. მიიღებთ საინტერესო ცნობებს თქვენთვის მნიშვნელოვან თემაზე.
კირჩხიბი: დღეს არ იმუშაოთ. მეტი დრო დაუთმეთ შვილებს, საყვარელ ადამიანს. საუკეთესო დღეა აგარაკზე ოჯახური შეკრების მოსაწყობად, მხიარულებისთვის.
ლომი: გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და საშუალება მოგეცემათ, აისრულოთ სურვილები, შეიძინოთ ის ნივთები, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ.
ქალწული: არაფერი მნიშნელოვანი დღეს არ მოიმოქმედოთ. მშვიდ, სასიამოვნო გარემოში დაისვენეთ, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.
სასწორი: დილით გამოიძინეთ. ეცადეთ, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატაროთ. გაისეირნეთ ლამაზ ადგილებში.
მორიელი: გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. იყავით მათზე მზრუნველი. არ გირჩევთ ბილწსიტყვაობას; მშვიდად და ყველასთვის გასაგებად გამოთქვით თქვენი მოსაზრებები.
მშვილდოსანი: დღევანდელი დღე საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ და გაატარეთ. მოინახულეთ საინტერესო ადგილები, დააგემოვნეთ გემრიელობები.
თხის რქა: მზრუნველობას ნუ მოაკლებთ ოჯახის წევრებს. გაანებივრეთ საჩუქრებითა და სიურპრიზებით. საღამოს მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული.
მერწყული: ნათესავებთნ შეხვედრის დღეა. დელიკატურად მოაგვარეთ საოჯახო, სამემკვიდრეო თემები. საყვარელი ადამიანის მიმართ თამამად გამოხატეთ თქვენი გრძნობები.
თევზები: შემოქმედებითი იდეების განხორციელება მოგინდებათ. იყავით მზრუნველი საყვარელი ადამიანის მიმართ. საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ შვებულების, ქალაქგარეთ ყოფნის დროს.