ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 11:44-ზე, მთვარე სასწორშია
მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოუფრთხილდით თირკმლებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.
ვერძი
გაატარეთ ეს დღე აქტიურად, გაიცანით ხალხი, ეწვიეთ საინტერესო ადგილებს, მიიღეთ მოსაწვევები კომპანიაში. იღბალი გელოდებათ ყველაზე მოულოდნელ ადგილას და თქვენ უნდა გამოიყენოთ ეს შანსი. მცირე საჩუქარი ან სასიამოვნო შენაძენი განწყობაზე დადებითად აისახება.
კურო
მიჰყევით დინებას, მიეცით საშუალება განვითარდეს მოვლენებს ჩვეულებისამებრ, და სხვებმა იმოქმედონ ისე, როგორც მათ მიზანშეწონილად მიაჩნიათ. დამკვირვებლის პოზიცია საშუალებას მოგცემთ არა მარტო ამოისუნთქოთ, არამედ ბევრ რამეს სრულიად სხვანაირად შეხედოთ.
ტყუპი
კვირის დასაწყისი მოვლენების მოულოდნელობებით იქნება აღსავსე და გადაწყვეტილება თითქმის მყისიერად უნდა მიიღოთ. მოემზადეთ ყველაფრისთვის. მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროზე.
კირჩხიბი
უჩვეულოდ აქტიური და მიზანდასახული იქნებით. თქვენი ენერგია საკმარისია საქმეების მოგვარებისთვის! მაგრამ იყავით უფრო დამთმობი და ტოლერანტული გარშემო მყოფების მიმართ, ნუ მოახდენთ ზეწოლას ადამიანებზე, ნუ აიძულებთ ან გააკრიტიკებთ.
ლომი
დღეს გარშემო მყოფები გაგაკვირვებენ. სულ სხვა თვალით მოგიწევთ შეხედოთ გარშემო მყოფებს. იყავით დაკვირვებული, მაგრამ არაფერში ჩაერიოთ. დღეს უმჯობესია, დაკვირვებლის როლი მოირგოთ.
ქალწული
დატვირთული დღე გელოდებათ - მნიშვნელოვანი სიახლეები, ცვლილებები, ახალი ნაცნობები... მოემზადეთ იმისთვის, რომ ფაქტიურად ერთ დღეში შეიძლება შეიცვალოს თქვენი ცხოვრება.
სასწორი
გირჩევთ, უფრო მეტად მოუსმინოთ ინტუიციას. გარემოებები ძალიან სწრაფად შეიცვლება და მხოლოდ შინაგანი ხმა დაგეხმარებათ სიტუაციაში სწორად გარკვევაში და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
მორიელი
გაფრთხილდით, ყველაზე უწყინარი ხუმრობაც კი შეგიძლიათ მტრულად შემოგიტრიალდეთ. იმისათვის, სხვებთან არ იჩხუბოთ, ეს დრო დაუთმეთ საქმიანობებს, რომლებიც არ საჭიროებს ადამიანებთან კომუნიკაციას.
მშვილდოსანი
ორშაბათი თქვენთვის ერთგვარი გამარჯვებით იქნება აღსანიშნავი და შესაძლოა არა ერთი. ნუ შეიკავებთ სიხარულს, ნუ დაზოგავთ ემოციების გამოვლინებას, თქვენ ამას იმსახურებ! და კარგი განწყობა მოგცემთ ძალას ახალი, არანაკლებ გასაოცარი მიღწევებისთვის.
თხის რქა
ორშაბათი არ არის შესაფერისი ენერგიული აქტივობისა და გარე საქმიანობისთვის - თქვენ სიზარმაცე დაგეუფლებათ. არ უნდა დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები, უმჯობესია დრო გაატაროთ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.
მერწყული
მოგიწევთ კვირის ენერგიულად დაწყება. დილიდანვე ჩაერთეთ სამსახურის საქმეებში. თავდაპირველად, ეს შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი და გაგიჩინოთ ყველაფერზე უარის თქმა. მაგრამ არ გირჩევთ ამის გაკეთებას, შეგიძლიათ გამოტოვოთ პერსპექტიული შესაძლებლობები.
თევზები
კვირის დასაწყისში ფინანსებთან დაკავშირებული სიურპრიზი გელოდებათ: ბონუსი, მოულოდნელი შემოსავალი, ფულის შოვნის ახალი გზა... სასიამოვნო სიურპრიზები შეიძლება მოხდეს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ამიტომ მოემზადეთ პოზიტიური ცვლილებებისთვის.