21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 06:33-ზე, მთვარე კუროშია

კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.

ვერძი

წარმატებას მიაღწევთ თქვენი შეუპოვრობისა და მიზანდასახულობის წყალობით. ლიდერებს ჩვეულებრივზე უფრო გაგიჭირდებათ დაქვემდებარებულებთან საერთო ენის გამონახვა; შესაძლოა, მოგიწიოთ კოლეგების ყოველი ნაბიჯის გაკონტროლება და სხვა თანამშრომლების მოვალეობების შესრულებაც კი. დღის მეორე ნახევარი შესაფერისია საქმიანი და პირადი კონტაქტებისთვის. საჭიროების შემთხვევაში მიდიხართ დათმობებზე, მაგრამ პრინციპულ საკითხებში იცავთ თქვენს თვალსაზრისს.

კურო

დიდი საქმეები გელოდებათ. გაითვალისწინეთ ეს მთელი დღის განმავლობაში და არავის მისცეთ უფლება საუბრებით გაგიფანტოთ ყურადღება. ეცადეთ, თქვენს საქმეებში არ ჩართოთ ის ადამიანები, რომელთა სანდოობასში დარწმუნებული არ ხართ. ნუ ენდობით მათ, ვის პატიოსნებაშიც ოდნავი ეჭვიც კი გეპარებათ. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისა და გართობისთვის, ნათესავებთან და მეგობრებთან კომუნიკაციისთვის. თქვენ ახერხებთ საყვარელი ადამიანების გამხიარულებას, გახარებას, სასიამოვნო სიურპრიზებით სიამოვნებას.

ტყუპი

ძალიან ნაყოფიერი დღეა, იდეალური სამუშაოსთვის, მათ შორის ყველაზე რთულისთვისაც. ხშირად იღებთ არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს, პოულობთ გამოსავალს რთული და ორაზროვანი სიტუაციებიდან და სწორედ ამიტომ აღწევთ ბევრად უკეთეს შედეგს, ვიდრე სხვა ნიშნების წარმომადგენლები. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალ პროექტებზე მუშაობა, გამოიჩინოთ ინიციატივა, წარადგინოთ თქვენი იდეები განსახილველად. მოკავშირეები ყველაფერში დაგეხმარებიან. არსებობს სასარგებლო კონტაქტების დამყარების შანსი.

კირჩხიბი

ძალიან დატვირთული დღე გელოდებათ. მნიშვნელოვანია იპოვოთ სანდო მოკავშირეები და სწორად მიაწოდოთ თქვენი პოზიცია, უთხრათ რა მიზნებისკენ ისწრაფვით და რა მეთოდების გამოყენებას აპირებთ. შესაძლებელი იქნება ურთიერთგაგების მიღწევა, რამაც შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს არა მხოლოდ ნაყოფიერ და სასიამოვნო ერთობლივ მუშაობას, არამედ ნამდვილ მეგობრობასაც. ბევრ კირჩხიბს მოუწევს საბუთებთან გამკლავება, სამთავრობო ორგანიზაციების მონახულება და ბიუროკრატიული დაბრკოლებების გადალახვა. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია სასიამოვნო მოგზაურობები.

ლომი

დღე არ არის ისეთი მარტივი და წარმატებული, როგორც გსურთ. თუმცა, სწორი მოქმედების არჩევით, შეგიძლიათ მიაღწიოთ კარგ შედეგებს. ეცადეთ არავისთან იჩხუბოთ და შეინარჩუნოთ სიმშვიდე; ჩხუბი სამსახურში და სახლში, კონფლიქტები წვრილმანებზე ახლა სრულიად უსარგებლოა თქვენთვის. საქმიანი მოლაპარაკებები შეიძლება გაგრძელდეს. იყავით მომთმენი და ნუ აჩქარდებით საქმეების შესრულებისას. ნათესავებთან გაუგებრობის გამო, რთული იქნება მათთან საერთო ენის პოვნა. ბოლო მომენტში მოგიწევთ გეგმების შეცვლა და გარშემო მყოფები ამას გაგებით არ მოეპყრობიან.

ქალწული

მარტივი, წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. გელოდებათ პერსპექტიული ახალი იდეები, მოულოდნელი აღმოჩენები, სასიამოვნო სიურპრიზები. თქვენ შეგიძლიათ შეთანხმდეთ ერთობლივ ქმედებებზე იმ ადამიანებთან, რომლებიც იზიარებენ არა მხოლოდ თქვენს მიზნებს, არამედ ცხოვრებისეულ შეხედულებებსაც. თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი, ორმხრივად მომგებიანი და კომფორტული. დღე შესაფერისია სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობისთვის, ასევე სოციალური ღონისძიებებისთვის. ხშირად აღმოჩნდებით ყურადღების ცენტრში. შესაძლებელია ნაცნობობა, რომელსაც რომანტიკული გაგრძელება ექნება.

სასწორი

დღე არ ჩაივლის უპრობლემოდ, მაგრამ იპოვით გზას, რომ თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ გარემოებები. არ არის გამორიცხული უსიამოვნო ამბები, იმედგაცრუებები. შეიძლება გაწყენინონ, მაგრამ ნუ მიატოვებთ საკუთარ პრინციპებს, გეგმებსა და ცხოვრებისეულ შეხედულებებს. შესაძლებელია ბიზნეს წინადადებები. ნუ იჩქარებთ დათანხმებას, შეეცადეთ მიიღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია; არსებობს უკეთესი გარიგებების მიღების შანსი. ფულთან სიფრთხილე გმართებთ, რადგან დღეს ფინანსური ზარალის ალბათობა დიდია. არ გირჩევთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.

მორიელი

დღე უფრო შესაფერისია საკუთარი და სხვისი ქმედებების ანალიზისთვის, სამომავლო საქმეების დასაგეგმად, ვიდრე რაიმე გადამწყვეტი მოქმედებისთვის. ბევრს გაუჭირდება სამუშაოზე კონცენტრირება, ცდუნებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და რთულ კითხვებზე სწორი პასუხების პოვნა. თანაშემწეები და მოკავშირეები დაკავებულნი არიან საკუთარი ინტერესებითა და პრობლემებით და გულგრილები არიან თქვენის მიმართ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა მცირე მოგზაურობისთვის. გარემოს შეცვლა სასარგებლოა, იძლევა ახალ იდეებს და შთააგონებს, ეხმარება შემოქმედების განვითარებას. შესაძლებელია დაუგეგმავი შეხვედრები ოდესღაც ძვირფას ადამიანებთან. არ არის გამორიცხული ფინანსური ზარალი, წარუმატებელი ტრანზაქციები და შესყიდვები, მაგრამ საუბარია მცირე თანხებზე, სერიოზული ზიანი ნაკლებად სავარაუდოა.

თხის რქა

დღე, მართალია არაა სირთულეებს მოკლებული, მაგრამ ნაყოფიერი და წარმატებულია. ბევრი რამის სწავლისა და სასარგებლო კონტაქტების დამყარების საშუალება გექნებათ, არ არის გამორიცხული, ერთმა მათგანმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს არა მხოლოდ პროფესიულ ცხოვრებაში, არამედ პირად ცხოვრებაშიც. შეგიძლიათ მნიშვნელოვანი საქმიანი მოლაპარაკებების გამართვა, კარიერის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. ზოგიერთ თხის რქას შესაძლებლობა ექნება მნიშვნელოვნად გაზარდოს შემოსავალი. დღე შესაფერისია ქალაქგარეთ მოგზაურობისთვის.

მერწყული

არ იჩქაროთ. ყველაფერი საუკეთესოდ გამოვა. მაგრამ მაინც ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს სამუშაოს შეცვლასთან, საკუთარი ბიზნესის დაწყებასთან ან განვითარებასთან დაკავშირებით. შესაძლებელია დანაკარგები, არ არის გამორიცხული უთანხმოება კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან. დღეს არაფრის და არავის განსჯა არ შეიძლება; არ ენდოთ პირველ შთაბეჭდილებას, არ დაიზაროთ დეტალებში გარკვევა და წვრილმანების გაგება.

თევზები

იღბლიანი ხართ. შეგიძლიათ აიღოთ საპასუხისმგებლო საქმეები და სერიოზული პროექტები, განახორციელოთ დიდი ხნის გეგმები. არ შეგაშინოთ სამუშაოს მოცულობამ, რომელიც უნდა გაკეთდეს, თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება. დღის განმავლობაში, ღირს კონტაქტების შეზღუდვა, რადგან ეს დრო უკეთესია დამოუკიდებელი მუშაობისთვის; რჩევები და მინიშნებები უბრალოდ ხელს შეგიშლით. საღამო დაუთმეთ პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებას.