ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე 11:08-ზე მშვილდოსანს ესტუმრება
ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
ვერძი
მეტის გაკეთების სურვილმა შეიძლება გადამეტებული დატვირთვა გამოიწვიოს. აირჩიეთ რამდენიმე რამ, რის დასრულებაც დღეს შეძლებთ და მიაღწევთ კარგ შედეგებს. ტრავმის დიდი ალბათობაა, ფრთხილად იყავით.
კურო
კარგი დღეა ძველი საქმეების მოსაგვარებლად და მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გასაცემად. კოლეგებთან ერთად შეადგინეთ სამოქმედო გეგმა, საახალწლო დღესასწაულებისთვის.
ტყუპი
ბევრი საქმე სწრაფად და წარმატებით მოგვარდება. თუმცა, ნუ გარისკავთ თქვენი ფინანსებით; მოიმატებს გაუთვალისწინებელი ხარჯი. უმჯობესია, დაასრულოთ საქმეები, შეასრულოთ ვალდებულებები.
კირჩხიბი
დაკვირვებით იმოქმედეთ, რათა არ დაუშვათ შეცდომები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. მაშინაც კი, როდესაც აკეთებთ თქვენს საყვარელ ჰობის, შეგიძლიათ გააკეთოთ რაიმე არასწორად. დაუთმეთ საღამო პასიურ დასვენებას.
ლომი
ურთიერთობის მკაცრი ტონით გარკვევამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს კეთილდღეობაზე, გააფუჭოს თქვენი განწყობა და დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ეცადეთ, კამათში არ ჩაერთოთ, ჯობია რუტინული საქმეები შეასრულოთ და დეტალებზე გაამახვილოთ ყურადღება.
ქალწული
დაწყებული პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. მიუდექით ყველაფერს დაკვირვებით. თუ გრძნობთ დაავადების სიმპტომებს, მიმართეთ ექიმს, ნუ დაელოდებით მდგომარეობის გაუარესებას. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.
სასწორი
ამოარჩიეთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები დღევანდელი დღისთვის და გააკეთეთ მხოლოდ ისინი. დღეს მეტი აქტიურობა და ინიციატივის გამოვლენა გჭირდებათ. პრობლემების გადაჭრას ხვალისთვის ნუ გადადებთ, დღეს წარმატებას მიაღწევთ.
მორიელი
შეეცადეთ მოაგვაროთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დღეს, ხვალ ამას ვერ შეძლებთ. მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან, დროს ტყუილად დაკარგავთ და კომპრომისს ვერ მიაღწევთ. საღამო დაუთმეთ ინტელექტუალურ საქმიანობას.
მშვილდოსანი
სოციალური კონტაქტები შედეგს არ მოგიტანთ. ამიტომ შეზღუდეთ კომუნიკაცია და იზრუნეთ საყოფაცხოვრებო საკითხებზე, დაწყებული ვალდებულებების დასრულებაზე. საღამო უმჯობესია ოჯახთან ერთად გაატაროთ. ერთად განიხილოთ საოჯახო საზრუნავი და ყურადღება მიაქციეთ ახლობლებს.
თხის რქა
დაფიქრდით თქვენს ყოველ სიტყვასა თუ მოქმედებაზე, დიდი შანსია, რომ წვრილმანის გამო უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. საღამო სასიამოვნო გარემოში გაატარეთ, იყავით მზად კომუნიკაციისთვის, უცნობებთანაც კი.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის. შეეცადეთ ყველასთვის გამოასხივოთ სიკეთე და კარგი განწყობა. თუ დღევანდელ დღეს პოზიტიურ ნოტაზე გაატარებთ, ეს თქვენს მომავალზე საუკეთესოდ აისახება. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ტრავმული სიტუაციები.
თევზები
დიდია იმის ალბათობა, რომ დაკარგოთ ის, რაც თქვენთვის ღირებულია; ფრთხილად იყავით უცნობებთან. ყველა კუთხეში დაბრკოლება გელანდებათ, მაგრამ ეს საშუალებას მოგცემთ წინ წახვიდეთ და გაბედულად იმოქმედოთ. სამსახურში გადაჭარბებულმა დატვირთვამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ურთიერთობაზე საყვარელ ადამიანთან.