კურო
გარშემო მყოფებთან დაიჭირეთ დისტანცია. ეს კონფლიქტებისგანაც დაგიცავთ. მაგრამ განაახლეთ ძველი საქმეები, ურთიერთობები, რომლებიც რაღაც მიზეზის გამო შეაჩერეთ, გაწყვიტეთ. საღამოს მშვიდ გარემოში დაისვენეთ.
ტყუპი
კარგი დღეა მგზავრობისა და მნიშვნელოვანი საქმეების მოსაგვარებლად. დღეს ჩახლართულ საქმეებსა და ურთიერთობებსაც ადვილად დააღწევთ თავს. ნუ დაკარგავთ დროს უაზრო საუბრებზე, იმოქმედეთ.
კირჩხიბი
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვალების გასასტუმრებლად. გამოასწორეთ საქმეებში შეცდომები. დაისახეთ ახალი მიზნები და მათი შესრულების საშუალებებიც გაანალიზეთ. მოერიდეთ მოშურნეებთან თქვენს წარმატებაზე საუბარს. საღამოს შეხვდით მეგობრებს.
ლომი
გარშემო მყოფები თქვენ მიმართ თავაზიანები და მზრუნველები არიან. ისარგებლეთ ამ მომენტით, მაგრამ ზედმეტიც არ მოგივიდეთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლების, საჩუქრების შესაძენად; სტუმრების მისაღებად.
ქალწული
დილიდანვე შეადგინეთ სამოქმედო გეგმა. ნუ შეუშინდებით საქმის რაოდენობას და სირთულეს. კარგი დღეა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად. მიზნის მისაღწევი ახალი საშუალებების საძებნელად.
სასწორი
დღე წვრილ–წვრილი საქმეებითა და სიახლეებით იქნება დატვირთული. ამიტომ, საქმე – ლაპარაკისა და ოცნებების ნაცვლად. პირადი საკითხები გულის კარნახით მოაგვარეთ.
მორიელი
დღე შეხვედრებითა და მოლაპარაკებებით იქნება დატვირთული. შეიძლება ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, საქმეს ჩაეყაროს საფუძველი. მიპატიჟებაზე უარს ნუ იტყვით, მაგრამ მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს.
მშვილდოსანი
უმჯობესია, დღეს სამსახურში ტაიმ–აუტი აიღოთ და დრო საკუთარ თავს მიუძღვნათ. კარგი დღეა ახალი შთაბეჭდილებების მისაღწევად. ახალი ნაცნობების გასაჩენად. მეგობრებთან ვირტუალური ურთიერთობაც კი ბევრ დადებით ემოციას შეგძენთ.
თხის რქა
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, კაპიტალდაბანდებისთვის. მოერიდეთ კამათს ახლობლებთან. საოჯახო საქმეები ისე რთულად აღარ მოგეჩვენებათ, თუ ოჯახის წევრებსაც დაიხმარებთ. კარგი დღეა სტუმრების მისაღებად, კულტურული ღონისძიებებისთვის.
მერწყული
კარგი დღეა რთული საკითხების მოსაგვარებლად, დაწყებული საქმეების დასასრულებლად; ოჯახური თათბირისთვის, სტუმრების მისაღებად. დღეს ძველ კონფლიქტებსაც კი ადვილად
თევზები
არ იზარმაცოთ, უარი არ თქვათ სამუშაოზე. თუმცა, მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. პირად ცხოვრებაში სიურპრიზები და საჩუქრები გელით. კარგი დღეა ფიზიკური აქტივობისთვის, – ცეკვისა და ვარჯისისთვის.