21 იანვარს დაბადებული ადამიანისთვის რა ხდება ხშირად პრობლემების საწინდარი

21 იანვარს დაბადებული ადამიანისთვის რა ხდება ხშირად პრობლემების საწინდარი

იანვარი (ლათ. Jānuārius mēnsis «იანუსის თვე») — იანუსი რომაული მითოლოგიის მიხედვით, სათავის დადების და ყოველივეს საწყისის ღვთაებად მოიაზრებოდა. აქედან მოდის იანვრის მიმართ განახლების და სიახლის სინონიმად აღქმის დამოკიდებულება. ასტროლოგიურად ეს თვე, ორ საკმაოდ განსხვავებულ ნიშანს: თხის რქას და მერწყულს აერთიანებს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მერწყულის შემთხვევაში თხის რქის მმართველი სატურნი ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველობასაც ირგებს ღამით დაბადებულთა შემთხვევაში, ამიტომ თხის რქას და მერწყულს შორის ბევრი საერთო მახასიათებლის პოვნაც შეიძლება რიგ შემთხვევაში. მათ შორის უმთავრესი კი სატურნული უპირობო სიჯიუტე და პრინციპულობაა.

როგორია 21 იანვარს დაბადებული ადამიანი

21 იანვარს დაბადებული ადამიანები, ბუნებით ამბიციურები და მიზანსწრაფულები არიან. მიუხედავად, ერთი შეხედვით, კომუნიკაბელური, უშუალო ხასიათისა მათ დიდ ნაწილს ახასიათებს გარკვეული სნობიზმი და საზოგადოების ფენებად დაყოფის ჩვეულება. თუმცა, ამ ნაკლს ისინი, ყოველთვის ოსტატურად მალავენ. ამაყებს და ამბიციურებს, ხშირად ემართებათ ხელი კარიერულ სარბიელზე. თუმცა, მიდრეკილება პერიოდულად გართობაზე და დროს ტარებაზე დახარჯონ კოლოსალური თანხა და ენერგია, ხშირად ხდება მათთვის პრობლემების საწინდარი.