პარასკევი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 08:52-ზე, მთვარე ქალწულშია
მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ ყოველდღიური საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. მსუბუქად ივარჯიშეთ. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
ვერძი
გამონახეთ დრო იმ ადამიანთან კომუნიკაციისთვის, რომელიც დიდი ხანია ცდილობს თქვენთვის რაღაცის თქმას. საღამოსთვის არაფერი დაგეგმოთ, შესაძლოა მიგიწვიოთ რაიმე ღონისძიებაზე, რომლის გამოტოვებაც არ მოგინდებათ.
კურო
დღე იდეალურია გუნდური მუშაობისთვის. საღამოს დრო უნდა დაუთმოთ ოჯახს, საყვარელ ადამიანებს. ესტუმრეთ კინოს, დაგეგმეთ უახლოესი შაბათ-კვირა ერთად, ერთად მიირთვით დესერტი.
ტყუპი
ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა და გრაფიკის სწრაფად შეცვლა მოგიწევთ. საქმეების რაოდენობა გაიზრდება და დღეც საკმაოდ დატვირთულია. საღამოს ძალების აღსადგენად და დაგროვილი სტრესის მოსახსნელად, ჯობია იყოთ მარტო და დაისვენოთ.
კირჩხიბი
შესაძლოა პრემია მიიღოთ, ახლობლები ფინანსურ დახმარებას გაგიწევენ. გვირჩევთ, მიღებული თანხის დახარჯვას თვითგანვითარებაზე: დარეგისტრირდით მასტერკლასზე, ტრენინგზე ან სასწავლო კურსებზე.
ლომი
თქვენი დომინირებისა და მეთაურობის სურვილმა შეიძლება ოჯახში სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს. მოერიდეთ ზედმეტ ამბიციებს, აღიარეთ საყვარელი ადამიანების უფლება მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღებაში. საღამო გაატარეთ რომანტიკულად.
ქალწული
მოერიდეთ გარშემო მყოფების საქმიანობის ნეგატიურ შეფასებას, განსაკუთრებით თუ საქმე კოლეგებსა და მენეჯერს ეხება. თქვენმა განცხადებამ შეიძლება სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს, ხელი შეუშლოს თქვენს შემდგომ წინსვლას.
სასწორი
სხვებთან ურთიერთობისას ქედმაღლობის გამოვლენისკენ მიდრეკილი იქნებით და დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით ვინმეს ადვილად შეურაცხყოფთ. ეცადეთ, აკონტროლოთ საკუთარი თავი.
მორიელი
გაიღიმეთ და სამყაროც გაგიღიმებთ. დღეს კოლეგებთან, თანამდებობის პირებთან, პარტნიორებთან და კლიენტებთან ურთიერთობისას კეთილგანწყობა დაგეხმარებათ. საღამო კი უმჯობესია ოჯახთან ერთად გაატაროთ.
მშვილდოსანი
მიიღეთ ახალი პროექტები, თავისუფლად დაიწყეთ იდეების განხორციელება. და ასევე კარგი დღეა სამსახურის ან დამატებითი შემოსავლის წყაროს მოსაძებნად, ტრენინგის დასაწყებად, გამოცდების ჩაბარებისა და დისერტაციების დასაცავად.
თხის რქა
შესაძლოა თქვენს გზაზე ბევრი დაბრკოლება იყოს, მაგრამ გირჩევთ, არ დანებდეთ და ისე იმოქმედოთ, როგორც დაგეგმეთ. დღე ძალიან დამღლელი იქნება, ამიტომ საღამოსთვის არც ერთი საქმე არ დაგეგმოთ, უბრალოდ ძალა არ გექნებათ მათ შესასრულებლად.
მერწყული
ნუ უგულებელყოფთ ბედის ნიშნებს, თუ რამე ნამდვილად შეგიშლით ხელს თქვენი გეგმების შესრულებაში, მოგზაურობაში ან გარიგების დადებაში, მაშინ შეჩერდით. არ განახორციელოთ ის, რაც დაგეგმეთ, არ არის გამორიცხული, რომ სამყარო დაბრკოლებების გაგზავნით, რათა გიხსნათ შეცდომების დაშვებისგან.
თევზები
კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და მივლინებისთვის. დღეს თქვენი ხიბლი და საერთო ენის გამონახვის უნარი დაგეხმარებათ მიაღწიოთ საჭირო შეთანხმებებს და მიაღწიოთ მაქსიმალურ შედეგებს.