21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:42-ზე, მთვარე თხის რქაშია

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. ეს ის დღეა, როცა აკრძალული არაა არც ერთი პროდუქტის მიღება. კარგია სუნთქვითი ვარჯიშები. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. აამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან ამ დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.

ვერძი

მოერიდეთ დიდი თანხების დახარჯვას. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ არ დარჩებით კმაყოფილი შენაძენით. თქვენი გარემოდან ვიღაც გაგაღიზიანებთ და ჩხუბის პროვოცირებას მოახდენს. ნუ მიაქცევთ ყურადღებას, იყავით მშვიდი და თავშეკავებული.

კურო

გაზრდილმა გაღიზიანებამ შეიძლება გაგიფუჭოთ ურთიერთობა ახლობელ ადამიანთან. უმჯობესია შეზღუდოთ კომუნიკაცია და დაკავებული იყოთ გარკვეული საქმით. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პარტნიორი არ გაძლევთ საკმარის თავისუფლებას, ისაუბრეთ გულწრფელად.

ტყუპი

მოგიწევთ წესების დაცვა და გარშემო მყოფებთან ადაპტაცია. 21 ივლისს შეძლებთ მიიღოთ ის, რაც გსურთ, თუ სწორად შეაფასებთ სიტუაციას და გამოიყენებთ დიპლომატიურ მიდგომას. დაიწყებთ დამატებითი შემოსავლის ძიებას.

კირჩხიბი

ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანებს: ვინმეს სჭირდება თქვენი დახმარება ან რჩევა. დღე არ არის შესაფერისი ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. ვარსკვლავები გირჩევენ, აღარ გახსნათ საფულე.

ლომი

უმჯობესია გადადოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. 21 ივლისს შეიძლება დაუშვათ შეცდომა, რომელიც თქვენს მომავალზე აისახება. ნუ ეცდებით საქმის დაჩქარებას, იყავით მომთმენი. თქვენი საყვარელი ადამიანები დასვენებაში და გამოჯანმრთელებაში დაგეხმარებიან.

ქალწული

არ დაეთანხმოთ საეჭვო შეთავაზებებს. ახალი გამოცდილების სურვილი შეიძლება არ დასრულდეს ისე, როგორც მოელით. რთულ სიტუაციებში შეინარჩუნეთ სიმშვიდე და რაციონალურად იფიქრეთ. საყვარელი ადამიანები დაგეხმარებიან, ნუ მოგერიდებათ მათთან დაკავშირება.

სასწორი

დღის პირველი ნახევარი უფრო პროდუქტიულია. შეეცადეთ დაგეგმოთ ყველა მნიშვნელოვანი დავალება დილით, საღამო კი დასვენებას დაუთმეთ. უფრო ხშირად ესაუბრეთ მეგობრებს: ეს აგიმაღლებთ განწყობას და შემატებთ პოზიტიურობას. მოუსმინეთ იმ ადამიანების რჩევებს, რომლებსაც ენდობით.

მორიელი

წარმატებული დღეა, მიზნების მიღწევა შესაძლებელია სწრაფად და უპრობლემოდ. თუმცა, მოუწევთ რაღაცის გაწირვა, მაგალითად, თავისუფალი დროის. თქვენს წარმატებებს გავლენიანი ადამიანები შეამჩნევენ და საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. 21 ივლისს მოერიდეთ დაძაბულ სიტუაციებს.

მშვილდოსანი

გააკეთეთ ის, რაც ნამდვილად მოგწონს და გულწრფელად გაინტერესებთ, მაშინ იღბალი შენს მხარეს იქნება. დაფიქრდით თქვენს სიტყვებსა და ქმედებებზე, რათა არ დაუშვათ შეცდომა: მისი გამოსწორება რთული იქნება. მარტოხელებს გაქვთ შანსი შეხვდეთ საინტერესო პიროვნებას.

თხის რქა

წარმატება გელით ისეთ საქმეებში, რაც კრეატიულობასა და წარმოსახვას მოითხოვს. გადადეთ მოსაწყენი ან რუტინული აქტივობები და გააკეთეთ რაიმე უჩვეულო. თქვენი ხიბლი მიმზიდველი ადამიანების ყურადღების მიქცევაში დაგეხმარებათ. ნუ შეგეშინდებათ ადამიანებთან შეხვედრისას ინიციატივის გამოვლენა, პირველმა დაიწყეთ საუბარი.

მერწყული

დღე რთული და ტრავმულია. გჯეროდეთ თქვენი ძალების, წარმოიდგინეთ შედეგი და შემდეგ წარმატებას მიაღწევთ. ნუ ეცდებით დაამტკიცოთ, რომ მართალი ხართ, მოერიდეთ ყველა კამათს ან დაპირისპირებას. ასე შეინარჩუნებთ ხალისიან განწყობას და სიმშვიდეს. გადადეთ შოპინგი.

თევზები

იმისათვის, რომ ყველა დაგეგმილი დავალება სწრაფად დაასრულოთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ ინერვიულოთ წვრილმანებზე. დღეს გაქვთ მაღალი ეფექტურობა, ამიტომ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. უარს ნუ იტყვით კომუნიკაციაზე: არის შანსი, რომ მიიღოთ სასარგებლო ინფორმაცია ან მომგებიანი შეთავაზება.