კურო
დღეს მნიშვნელოვანი მისია გაკისრიათ – უნდა დაარეგულიროთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან და რაც მთავარია, შეარიგოთ გაბუტული ახლობლები, კოლეგები. ისე უნდა მოიქცეთ, რომ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩეს.
ტყუპი
კარგი დღეა სარეკლამო სფეროში მომუშავეთათვის. დაარეგულირეთ დამოკიდებულება პარტნიორებთან. მოერიდეთ კრედიტის აღებას, ფულის ფლანგვას.
კირჩხიბი
გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით. დღეს შეიძლება ახალი იდეა მოგივიდეთ თავში ან ძველი ნაცნობი შეგხვდეთ, რომელიც ან საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებათ, ან საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით.
ლომი
ზედმეტად გაღიზიანებული ხართ, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კრიტიკისა და უხეშობისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტს ვერ აიცილებთ და გარშემო მყოფებთან ურთიერთობასაც გაიფუჭებთ.
ქალწული
საინტერესო საქმიანობაში ჩართვა და საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით. ეცადეთ, არ ჩაიკეტოთ, მეტად გახსნილი და აქტიური იყოთ.
სასწორი
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. თუ თავად ვერ ახერხებთ რაიმეს შექმნას, მოიწყვეთ კულტურული ღონისძიება ან მოუსმინეთ კარგ მუსიკას, ნახეთ კარგი ფილმი.
მორიელი
კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, ახალი პროექტების განსახილველად. მთავარია, თავად იყოთ მუშაობის განწყობაზე და გარშემო ერთგული ადამიანები გყავდეთ.
მშვილდოსანი
უნდა დაარეგულიროთ ურთიერთობა როგორც საქმიან პარტნიორებთან, ასევე საყვარელ ადამიანთან. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემო მყოფებს უჭირთ თქვენი გაგება. ამიტომ, მაქსიმალურად კორექტული უნდა იყოთ.
თხის რქა
დღეს პრობლემებს მარტივად მოაგვარებთ. შეიძლება ითქვას, რომ თქვენ გამო ყველა გადადებს სხვა საქმეს და თქვენს დახმარებაზე იზრუნებს. ამასთანავე, თქვენს ნათქვამსაც ყურადღებით მოეკიდებიან.
მერწყული
სტაბილურად და ჰარმონიულად ვითარდება თქვენი სამსახურის საქმეებიც და პირადი ცხოვრებაც. ასე რომ დატკბით არსებული ვითარებით და მოერიდეთ ზედმეტ ორიგინალურობას.
თევზები
თუ თავად არ ამოქმედდებით, თქვენს საქმეებს სხვა ვერც მოაგვერებს და არც მოაგვარებს. ამიტომ, უნდა გააქტიურდეთ. დაიხმარეთ მეგობრები, ჩართეთ გავლენიანი ახლობლები.