21 ივლისს დაბადებულ ადამიანს შეუძლია იკამათოს ყველანაირ თემაზე არგუმენტირებულად

21 ივლისს დაბადებულ ადამიანს შეუძლია იკამათოს ყველანაირ თემაზე არგუმენტირებულად

ივლისის თვე, დანარჩენი თერთმეტი თვისგან საკუთარი კლიმატური მახასიათებლებით გამოირჩევა, იგი ყველაზე თბილი თვეა წელიწადში. ამასთან ერთად, ივლისი ე.წ. სამეფო თვის სიმბოლიკითაც ხასიათდება. ივლისის თავდაპირველ სახელწოდებად, ქუინტილუს Quintilis (ლათ. quintus — «ხუთი») იყო მიჩნეული. თუმცა უკვე ჩვ. წელთაღრიცხვამდე 2121 წელს, ოქტავიანე ავგუსტუსის ინიციატივით ამ თვეს სახელი შეეცვალა და იწოდა ივლისად, ოქტავიანეს წინამორბედის – რომის იმპერატორ იულიუს ცეზარის პატივსაცემად, რომელიც სწორედ ამ თვეში გახლდათ დაბადებული. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ივლისი ორ ზოდიაქოს ნიშანს კირჩხიბსა და ლომს აერთიანებს, ორივე მათგანი კი თავის მხრივ სრულად ამართლებს ივლისის პერსონიფიკაციას – კირჩხიბი თავისი სულიერი სითბოთი და ემოციურობით, ლომი კი დიდსულოვნებითა და მეფური ხასიათით.

  • როგორია 21 ივლისს დაბადებული ადამიანი

21 ივლისს დაბადებული ადამიანები, კომუნიკაბელურები და ამბიციურები არიან. მათ მოსწონთ ნებისმიერი სახის პოლემიკა და შეუძლიათ იკამათონ ყველანაირ თემაზე არგუმენტირებულად. გააჩნიათ კარგი ორგანიზატორული შესაძლებლობები და ხშირად ახერხებენ წარმატებას მიაღწიონ სარეკლამო სფეროში ან იურისპრუდენციაში.