21 ივნისი, მთვარის მეცამეტე დღე

21 ივნისი, მთვარის მეცამეტე დღე

* ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ.

* მოაგვარეთ ფინანსური საკითხები.

* უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ.

* კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად.

* კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში.

* მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას.

* მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვალას.

* ცუდი დღეა ქორწინებისთვის, მაგრამ კარგია ინტიმური ურთიერთობისთვის.

* ამ დღეს დაბადებული ადამიანი კარგად ითვისებს ყოველივე ახალს. შეიძლება ითქვას, უნიკალური შესაძლებლობებითაა დაჯილდოებული. თუ ყველა ცხოვრებისეულ დაბრკოლებას გაუძლო, ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლებს.

* ცოტა ალკოჰოლი ნებადართულია, მაგრამ კუჭს ნუ გადატვირთავთ.

* კარგი დღეა თმის შესაჭრელად, ვარცხნილობის შესაცვლელად.

* ამ დღის ქვაა კეთილშობილი ოპალი.

სამედიცინო რეკომენდაციები მთვარე მშვილდოსანში

* გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.

* არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.

* ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.

* არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.

მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:48

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით