შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე
დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
ვერძი
არ უნდა ჩაერიოთ სხვის საქმეებში, თუნდაც კეთილი განზრახვით, თავადაც კარგად იცით, რომ ამგვარ ქმედებას სიკეთე არ მოაქვს - არც თქვენთვის და არც მათთვის, ვისთვისაც ცდილობთ.
კურო
ფულის ხარჯვასთან ყოველთვის სიფრთხილე გმართებთ, მაგრამ განსაკუთრებით დღეს: საბედნიეროდ, ფინანსური კატასტროფა მოსალოდნელი არ არის, მაგრამ მაინც სასურველია დაუფიქრებლად არ დახარჯოთ ფული.
ტყუპი
დღე, როცა ჯობია ჩრდილში დარჩეთ, თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ ყველას ყურადღებისა და ქების ღირსი ხართ - მაშინვე მიხვდებით, რომ უკეთესი იქნება გარიდება.
კირჩხიბი
გილოცავთ, დღეიდან მზე თქვენს ნიშანში იქნება მომდევნო ერთი თვის განმავლობაში. ახლა დროა, რომ გააქტიურდეთ სასურველის მისაღებად, ასეთი შანსი ხომ წელიწადში ერთხელ გეძლევათ.
მშვიდი დღეა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენები არ მოხდება, რის გამოც ის შეიძლება მოსაწყენიც კი ჩანდეს - სინამდვილეში, ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა, დაისვენოთ ცხოვრებისეული რყევებისგან.
ლომი
მიიღებთ პასუხს მნიშვნელოვან კითხვაზე, მთავარია სწორი ინტერპრეტაცია გაუკეთოთ ყველაფერს, რაც მოხდება.
ქალწული
ვარსკვლავები გირჩევენ, გააკეთოთ თქვენი საყვარელი საქმე - გაასუფთაოთ და დაალაგოთ მიმდებარე სივრცე, მოაწესრიგოთ სამუშაო დოკუმენტები და პირადი ნივთები.
სასწორი
თქვენი მთავარი მტერი სიზარმაცე და აპათია იქნება, გირჩევთ, თავი დააღწიოთ მათ და დაკავდეთ სასარგებლო საქმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, რისკავთ დღის ფუჭად დაკარგვას.
მორიელი
კოლეგებისა და ნაცნობების მიმართ ქედმაღლობას არ გირჩევთ. ამან, ისევე როგორც სურვილმა, ვინმეს ასწავლოთ როგორ იცხოვროს, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული კონფლიქტი.
მშვილდოსანი
უმჯობესია დღეისთვის სერიოზული საქმეები, თუნდაც საყოფაცხოვრებო არ დაგეგმოთ. დასვენების დღეა და უმჯობესია, ოჯახის წევრებთან ერთად ბუნებაში გაისეირნოთ.
თხის რქა
დღეს არ უნდა იყოთ ზედმეტად აქტიური არავითარ საკითხში და არც იჩქაროთ. იმოქმედეთ მშვიდად და - თუ შესაძლებელია - ყველა მნიშვნელოვანი საკითხი გვერდზე გადადეთ და დაისვენეთ.
მერწყული
თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ საყვარელი აქტივობა, რომელსაც შეგიძლიათ დაუთმოთ თქვენი თავისუფალი დრო, დროა აირჩიოთ ერთი - ჰობი, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას დაისვენოთ და გაექცეთ ცხოვრებისეულ რეალობას.
თევზები
სანამ სხვა ადამიანებს განსჯით მათი თანდაყოლილი ნაკლოვანებების გამო, გახსოვდეთ, რომ არც თქვენ ხართ იდეალური. საკუთარი არასრულყოფილების გაცნობიერება მოგცემთ შესაძლებლობას შეურიგდეთ სხვის ნაკლოვანებებს.