კურო
მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავზე ზრუნვას, ჯანმრთელობას. კარგია მასაჟი. აუზი, კოსმეტიკური პროცედურები, იოგა. ეს ყველაფერი ყოველდღიურ პრობლემებს დაგავიწყებთ და დასვენებას შეძლებთ.
ტყუპი
თუ მოინდომებთ, საყვარელ ადამიანთანაც გააუმჯობესებთ ურთიერთობას და გარშემო მყოფებთანაც. თუ როგორ წარიმართება თქვენი კავშირი მომავალში, თქვენს დღევანდელ ქმედებაზეა დამოკიდებული.
კირჩხიბი
თქვენი დღევანდელი ძირითადი საქმიანო ოჯახის წევრებზე ზრუნვა და საოჯახო საკითხების მოგვარება იქნება. ძალიან რომ არ გადაიღალოთ, ნათესავებიც დაიხმარეთ.
ლომი
კარგი დღეა მეგობრული და ნათესავური შეხვედრებისთვის. საქმიანი შეხვედრებისთვისაც, ოღონდ არაფორმალურ სიტუაციაში. მეტი დრო დაუთმეთ ჰობისა და გართობას.
ქალწული
შეიძლება მოულოდნელად თანაკლასელებს, ძველ მეგობრებს ან დიდი ხნის უნახავ ახლობელს შეხვდეთ. მათი დახმარებით კი ან საქმეებს მოაგვარებთ ან გავლენიან მფარველებს შეიძენთ.
სასწორი
თუ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას აპირებთ, კარგად წაიკითხეთ ინსტრუქცია. შეიძლება პროფესიონალის კონსულტაცია ან დამატებითი აქსესუარების ყიდვა დაგჭირდეთ.
მორიელი
მოერიდეთ კონფლიქტს. ყველაფერი ისე სწრაფად არ ხდება, როგორც თქვენ გსურთ და შეიძლება ლოდინმაც მოგიწიოთ. მოთმინებით აღიჭურვეთ და ემოციებიც მოთოკეთ.
მშვილდოსანი
შეიძლება სერიოზულ საქმიანობაში შემოგთავაზონ მონაწილეობის მიღება. დიდხანს ნუ იფიქრებთ. საინტერესო და სარფიან წინადადებას დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეთ.
თხის რქა
დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა მოგიწევთ. რაც უფრო დაკვირვებულად იმოქმედებთ, მით უკეთეს შედეგს მიაღწევთ.
მერწყული
საინტერესო ნაცნობობა გელით. შესაძლოა უცხოელთან, რომლის დახმარებითაც საკუთარ საქმეებს მოაგვარებთ.
თევზები
დღეს სერიოზული საუბარი და ინფორმაციების გაცვლა–გამოცვლა გელით. ეცადეთ, მოსაუბრის რჩევებსა და რეკომენდაციებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.