კურო
შეიძლება შეგეცვალოთ ინტერესთა სფერო, განწყობა. სხვა დღისთვის გადაიტანეთ საქმიანი შეხვედრები. გაფრთხილდით, არ გახდეთ აფერისტების მსხვერპლი.
ტყუპი
შეამცირეთ დატვირთვა და მეტად დაისვენეთ. გაუფრთხილდით რეპუტაციას, მოერიდეთ კონფლიქტს. საღამოს მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ.
კირჩხიბი
მშვიდად იმოქმედეთ. საკუთარ თავზე ნუ აიღებთ ზედმეტ ვალდებულებას; ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. სიფრთხილე გმართებთ მედიკამენტებთან.
ლომი
მოიცალეთ პირადი ცხოვრებისთვის, რომელშიც დღეს ცვლილებები გელით - რომანტიკული ნაცნობობაც. ეცადეთ, არ გაათამამოთ ბავშვები ზედმეტი სათამაშოებით.
ქალწული
ნურავის ნურაფერს დაუმტკიცებთ. აკეთეთ ის საქმე, რომელიც თქვენ მოგწონთ და სხვების "კეთილ” რჩევებს ყურს ნუ დაუგდებთ.
სასწორი
სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, განსაკუთრებით, უცხო ადგილებში. ცოდნის მიღების, ინტერესთა გაფართოების დღე გელით. მოერიდეთ კამათს უცნობებთან.
მორიელი
დილა პირადი პრობლემების მოგვარებას დაუთმეთ. დაეხმარეთ ახლობლებს ფულით, მორალურად. გადაამოწმეთ ინფორმაცია, ხურდა.
მშვილდოსანი
დილიდან რომანტიკულ განწყობაზე იქნებით. ეცადეთ, არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი მომენტები. მოერიდეთ აფერისტ ადამიანებთან საქმეების დაწყებას.
თხის რქა
ნუ გადავარდებით ილუზიებში, ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციებს. ნუ დაიწყებთ ახალ საქმებს, სანამ კარგად არ გაერკვევით მიმდინარე საკითხებში.
მერწყული
გაფრთხილდით, თქვენი გულკეთილობით ვინმემ ბოროტად არ ისარგებლოს. მეტი დრო დაუთმეთ საქმეების მოგვარებას, მიმდინარე პროექტების განვითარებას.
თევზები
ორ საქმეს ერთდროულად ვერ შეასრულებთ. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. საღამოს შეიძლება შეგეცვალოთ გეგმები.