21 მაისის იუბილარი

21 მაისის იუბილარი

მაისის თვე ძველბერძნული ქალღმერთის – მაიას სახელს უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ ნაყოფიერების, ქალურობისა და შვილიერების სიმბოლოდ ითვლებოდა ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს: კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც. და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესიტყვება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.

როგორია 21 მაისს დაბადებული ადამიანი

21 მაისს დაბადებული ადამიანები ბუნებით მებრძოლები და ნოვატორები არიან. ისინი მუდამ მზად არიან იბრძოლონ ახალი იდეებისა და ფასეულობების დასამკვიდრებლად საზოგადოებაში. ამასთან ერთად, მათ გააჩნიათ უჩვეულო მოქნილობა, რომლითაც ნებისმიერი სიტუაციიდან ახერხებენ თავის დახსნას.