21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

თუ სიზარმაცეს დაძლევთ, ყველა საქმეს წარმატებით გაართმევთ თავს. ეცადეთ, ისეთი საქმით დაკავდეთ, რაც მოწყენის საშუალებას რ მოგცემთ. დაგეგმეთ მომავალი.

ტყუპი

თუ საკუთარი თავით, საქმეებით უკმაყოფილო ხართ, გარშემო მყოფებს ნუღარ ერჩით და უფრო მეტიც, მოერიდეთ მათთან კამათს.

კირჩხიბი

შეიძლება ერთ საქმეს ვერ დაუდოთ გული და ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერებაც გაგიჭირდეთ. თუმცა, უმჯობესია, მოიკრიბოთ ძალები და ყველა დაწყებული საქმე დაასრულოთ.

ლომი

დღეს წარმატებას მიაღწევთ თუ საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად მომთხოვნი და კრიტიკული იქნებით. ბოლო წერტილის დასმამდე ყველა საქმე გადაამოწმეთ.

ქალწული

მოერიდეთ კამათსა და დისკუსიაში ჩართვას. თქვენი აზრი თქვენთვის შეინახეთ. შეიძლება არაკეთილისმსურველებმა მახე დაგიგონ და ნუ გაებმებით მასში.

სასწორი

დაიცავით საკუთარი უფლებები. იბრძოლეთ სასურველის მოსაპოვებლად. გვერდით ერთგული მეგობარი დაიყენეთ, ვინც თქვენთან ერთად იბრძოლებს.

მორიელი

მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. კარგი დღეა სესხზე განაცხადის შესავსებად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან. მათი დახმარებით ახალი პროექტების დაწყებას შეძლებთ.

მშვილდოსანი

კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად. აგრეთვე, გადაადგილებისას (ფეხით, ველოსიპედით) საინტერესო იდეები და აზრები მოგივათ თავში.

თხის რქა

დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ მხიარულ წვეულებაზე უარი არ თქვათ. კარგად გაერთობით, საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ და შეიძლება საჩუქარი თავადაც მიიღოთ.

მერწყული

მოთმინებით აღიჭურვეთ, რადგან საქმეების მოსაგვარებლად შეიძლება სხვადასხვა ინსტანციაში, კაბინეტებში სირბილი და ერთი საკითხის რამდენიმე ადამიანისთვის ახსნამ მოგიწიოთ.

თევზები

გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან (მეზობელი, კოლეგა, ნათესავი). მათი დახმარებით საკუთარი საქმეების მოგვარებას შეძლებთ. კარგი დღეა საყიდლებისთვის.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით