21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

თუ ამაღლებულ განწყობაზე იქნებით, წვეულების ორგანიზატორობასაც კარგად გაართმევთ თავს. ზოგიერთებს დიდი დრო დასჭირდებათ საბუთების გასაფორმებლად.

ტყუპი

მაქსიმალურად მოერიდეთ ნეგატიური ხასიათის გამოვლინებას. ეს გაგიფუჭებთ ურთიერთობას როგორც საყვარელ ადამიანთან, ასევე საქმიან პარტნიორებთან. უმჯობესია, მნიშვნელოვანი შეხვედრები 2-3 დღის შემდეგ დანიშნოთ.

კირჩხიბი

საინტერესო შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. ზოგიერთები ბიზნესპარტნიორებს გაიჩენენ, ზოგიც, ვინც უფრო იაქტიურებს, სასიყვარულოს. თქვენი წარმატება თქვენს ხელთაა.

ლომი

კარგი დღეა საყიდლებისთვის. ახლობლებისა და საკუთარი თავისთვის საჩუქრების შესარჩევად. დახარჯული თანხაც კი ვერ გაგიფუჭებთ განწყობას.

ქალწული

ნუ ეცდებით დაძაბული ურთიერთობის, ჩახლართული საქმის გარჩევას, კიდევ უფრო ჩახლართავთ ყველაფერს. უმჯობესია, ყველაფერი ან სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ, ან დაანებოთ თავი.

სასწორი

მომავალ ბიზნეს და საქმიან პარტნიორებთან გელით შეხვედრა. გლობალური არა, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებებით იქნება დატვირთული პირადი ცხოვრებაც.

მორიელი

ის, რაც მოსახდენია მოხდება, მაგრამ ნუ იქნებით პასიური დამკვირვებელი. აქტიური მონაწილეობა მიიღეთ ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად და საჭირო ადგილას საჭირო დროზე გამოცხადდით.

მშვილდოსანი

მაქსიმალურად მობილიზებულად უნდა იმოქმედოთ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან.

თხის რქა

არავის გაუმხილოთ საკუთარი იდეები. თუ კამათი თქვენ არ გეხებათ, ნურავის მხარეს ნუ მიემხრობით. სხვის ხელში მარიონეტად ნუ იქცევით. გაერიდეთ უსიამოვნებებს.

მერწყული

დაასრულეთ დაწყებული საქმეები. არაფერი გადადოთ მომავლისთვის. მოიშორეთ ნეგატიური აზრები, იფიქრეთ პოზიტიურად.

თევზები

ნურავისთან ეცდებით საკუთარი სიმართლის, უპირატესობის დამტკიცებას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ორშაბათამდე ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით