21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

რაც უფრო მეტად იზარმაცებთ, ვერაფერსაც ვერ მიიღებთ. დღეს კარგი დღეა აქტიური მოქმედებისთვის - სამსახურის საქმეებშიც და პირად ცხოვრებაშიც. თუ საქმეებს დროზე დაამთავრებთ, გართობისთვისაც მოიცლით.

ტყუპი

უამრავი საქმე დაგიგროვდათ მოსაგვარებელი. მეტი ყურადღება გმართებთ ახალი პროექტების განხილვისას. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით; საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი

დღეს ბედის ნებიერა ხართ. გამოგივათ ყველაფერი, რასაც მოისურვებთ. უფროსი ყველა უსიამოვნებას მოგაცილებთ და თავისუფლად მოქმედების საშუალებას მოგცემთ. მგზავრობისას სასიამოვნო ადამიანებს გაიცნობთ.

ლომი

სასიამოვნო მოვლენებით დასამახსოვრებელი დღე გელით. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. საყვარელი ადამიანისგან რომანტიკა და მზრუნველობა არ მოგაკლდებათ.

ქალწული

თქვენი ნება - კომპრომისი აირჩიოთ თუ დინების საწინააღმდეგოდ გაცუროთ. საშუალება მოგეცემათ მეტად გამოავლინოთ დიპლომატიური ნიჭი; მეტად გაიღიმოთ. იუმორი რთულ სიტუაციაშიც გამოგადგებათ.

სასწორი

მიზანმიმართულად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. გამარჯვება ახლოსაა. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა ან მიიღებთ საქმიან წინადადებას, რომელიც ფულს მოგიტანთ. გამონახეთ დრო ნათესავებთან ურთიერთობისთვის. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მორიელი

თავგადასავლებით მდიდარი დღე გელით. ხანდახან ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით, რომ მოგეჩვენებათ, თითქოს ვიღაც იუმორისტულ შოუში გიღებთ. მეტი დრო გაატარეთ შინაურულ გარემოში გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან.

მშვილდოსანი

დილა ვარჯიშით დაიწყეთ, კარგია სირბილი, დიეტის დაწყება. ენერგიულობას მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნებთ, რაც საშუალებას მოგცემთ სწრაფად გაუმკლავდეთ დაგროვილ საკითხებს.

თხის რქა

მოვლენებით დატვირთული დღე გელით. ყველგან უნდა მიხვიდეთ, მოასწროთ საქმეების მოგვარება, გასცეთ განკარგულებები. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად მშვიდ გარემოში გაატარეთ.

მერწყული

დღეს მიაღწევთ და გამოგივათ ყველაფერი, რასაც მოისურვებთ. მეტად გააქტიურდით. ოჯახის წევრები თქვენგან მეტ მზრუნველობასა და სიყვარულს მოითხოვენ. ბავშვებისთვისაც გამონახეთ დრო.

თევზები

პოზიტიური დღე გელით. მეტი ყურადღება მიაქციეთ მნიშვნელოვან საქმეებს და დაგროვილ საკითხებს. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით, შინ საოჯახო დღესასწაული გელით.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით