21 სექტემბერს დაბადებული ადამიანი დახვეწილი გემოვნებითა და პროგრესული აზროვნებით გამოირჩევა

21 სექტემბერს დაბადებული ადამიანი დახვეწილი გემოვნებითა და პროგრესული აზროვნებით გამოირჩევა

სექტემბერი (ლათ. September) შემოდგომის პირველი თვეა. მისი სახელწოდება მოდის ლათინური სიტყვიდან septem – შვიდი, გამომდინარე იქიდან, რომ ძველრომაული კალენდრით ასტროლოგიურად სექტემბრის თვე ორ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს – ქალწულსა და სასწორს. ამ ორ – მიწისა და ჰაერის სტიქიის წარმომადგენელს შორის საერთო, დახვეწილი გემოვნება და ესთეტიკური ხედვის ნიჭია. თუმცა, ქალწულის პრაქტიკულობას ხშირად აკლია სასწორისეული შემოქმედებითი ხედვა, სასწორის მერყევ ბუნებას კი ქალწულისთვის დამახასიათებელი ლოგიკური ანალიზის უნარი. თუ ისე მოხდა, რომ რომელიმე ამ ზოდიაქოს ნიშნის გავლენა მეორეზეც ვრცელდება გარკვეული პლანეტარული განლაგების მიხედვით, ვიღებთ ფრიად შესანიშნავ ასტროლოგიურ "ჰიბრიდს".

  • როგორია 21 სექტემბერს დაბადებული ადამიანი

21 სექტემბერს დაბადებული ადამიანები დახვეწილი გემოვნებითა და პროგრესული აზროვნების უნარით არიან გამორჩეულნი. მათ ნებისმიერ საკითხზე გააჩნიათ საკუთარი აზრი და ყოველთვის ახერხებენ ობიექტურ მსჯელობას ამა თუ იმ თემის გარშემო. თუმცა ერუდიციასთან და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლებასთან ერთად, მათ ასევე მოეთხოვებათ დრო სულიერ განვითარებასაც დაუთმონ.