21 სექტემბრის მზის დაბნელებამ შეიძლება შეარყიოს ძალთა ბალანსი ბუნებაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობებში - ხათუნა ნოელის ასტროლოგიური პროგნოზი

21 სექტემბრის მზის დაბნელებამ შეიძლება შეარყიოს ძალთა ბალანსი ბუნებაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობებში - ხათუნა ნოელის ასტროლოგიური პროგნოზი

22 სექტემბერი შემოდგომის ბუნიაობის დღეა. ამ დროს დღე და ღამე თანაბარი ხანგრძლივობისაა. მსგავსი თარიღები მუდამ წარმოადგენენ ძველი ციკლების დასასრულს და ახლის დასაწყისს.

1 დღით ადრე, 21-ში, ღვთისმშობლობა დღეს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები ემთხვევა ერთმანეთს! თვითონ მზეც იცვლის ზოდიაქოს და ქალწულიდან სასწორის ნიშანში გადადის. ესეც ხომ რაღაცის დასასრული და ახლის დასაწყისია!

ამავე დღეს ემთხვევა ახალმთვარეობაც და თბილისის დროით 21:41 საათზე მზის ნაწილობრივი დაბნელებაც (ქალწულის ნიშნის 30-ე გრადუსზე). ზოგადად მზის დაბნელებები ყოველთვის ახალმთვარეობებზე ხდება, ანუ მაშინ, როდესაც მზე და მთვარე ერთ წერტილში ფოკუსირდებიან, ერთდებიან. თუმცა, დაბნელებებს ჩვეულებრივი ახალმთვარეობებისაგან კარმულ კვანძებთან შეერთება გამოარჩევს...

21 სექტემბრის დაბნელება გავლენას ახდენს ბუნიობის ღერძზე და შეიძლება შეარყიოს ძალთა ბალანსი ბუნებაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობებში. დიდია იმის ალბათობაა, რომ 2025 წლის სექტემბრის მეორე ნახევარსა და ოქტომბერში ჩვენი ცხოვრების არაერთი სფერო სრულიად ამოტრიალდეს!

საგულისხმოა, რომ დაბნელება შეიძლება უერთდებოდეს ან ე.წ. აღმავალ კარმულ კვანძს, ან დაღმავალს. ეს დაბნელება მოხდება დაღმავალ კვანძზე, რაც ყოველთვის იმის ნიშანია, რომ სამყარო წარსულ, დაუსრულებელ ამბებთან გვაბრუნებს, რათა ხელახლა გავიაზროთ ისინი და შევცვალოთ, თუ რამ შესაცვლელია.

ცალკე მინდა გამოვყო და ხაზგასმით ვთქვა - რაც ახლა, ამ დაბნელებაზე ჩაიდება, ეს გაგრძელდება დაახლოებით 18 წელი. რადგან ასეთია დაბნელებების ციკლის ხანგრძლივობა. თითოეული დაბნელება წარმოადგენს ე.წ. საროსის 18-წლიან ციკლს, ანუ ხდება ერთი სერიის დაბნელებების 18 წელიწადში ერთხელ გამეორება. გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 18, 18,5 წლის წინ, დაახლოებით იგივე მოვლენებთან გექნებათ ახლაც საქმე. ან დახურავთ მაშინ დაწყებულს, ან მსგავს სცენარს კიდევ ერთხელ გაიმეორებთ.

პირველ რიგში, ეს დაბნელებები გავლენას ახდენს ქალწულზე, თევზებზე, მშვილდოსნებსა და ტყუპზე, მით უფრო იმ თაობებზე, რომლებიც გადიან მთვარის კვანძების ასაკს, პერიოდებს, როდესაც კვანძები ბრუნდებიან დაბადების ღერძზე. ანუ ყველას, ვინც არის 18-19, 36-38, 54-57, 72-76 წლის (დაბადებული 2007, 1989, 1971, 1953, 1935 წწ).

თუმცა მხოლოდ უშუალოდ 21 სექტემბერი როდია მნიშვნელოვანი, ჯერ კიდევ დაბნელებამდე, 1 დღით ადრე, მთვარე გაივლის ამ დაღმავალ კარმულ კვანძს; შემდეგ კი ვენერა მოვა მასთან შეერთებაში 1-8 ოქტომბრის პერიოდებში. სხვათა შორის, ამ შეერთების პიკი 4 რიცხვში უწევს, შესაბამისად ეს კონკრეტული დღეც ძალზე დიდი კარმული დატვირთვის გამოდის. ვნახოთ ეს ყოველივე რა შედეგებს მოიტანს.