კურო - სამსახურში უსიამოვნებებს თავს ვერ დააღწევთ, თუ ლიდერის პოზიციას არ დაიკავებთ. მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობა და საუკეთესო თვისებები.
ტყუპი - იმდენად დაბნეული ხართ, რომ შეიძლება ახალგაცნობილებმა იფიქრონ, რომ არ ხართ საქმის გამკეთებელი, პროფესიონალი.
კირჩხიბი - ძველ ნაცნობებთან შეხვედრა და სენტიმენტალურობის მოზღვავება გელით. დაფიქრდით, იქნებ რომელიმეს თქვენი დახმარება შეუძლია.
ლომი - გააუმჯობესეთ კავშირი ძველ და ახალ საქმიან პარტნიორებთან. მხოლოდ იმ ახლობელს გაუმხილეთ თქვენი განცდები, ვინც დაგეხმარებათ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან.
ქალწული - ახალგაცნობილებთან დამეგობრება კარგია, მაგრამ ნურც ძველ მეგობრებს დაივიწყებთ. საღამო თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ, იმხიარულეთ.
სასწორი - დღეს პაუზა უნდა გააკეთოთ საქმეებში, ურთიერთობებში და დაფიქრდეთ. როგორ ვითარდებით თავად, რისკენ მიდიხართ, არის კი ეს გზა გამარჯვებისკენ?
მორიელი - საინტერესო ადამიანებთან საუბარი და მიმდინარე საკითხების განხილვა გელით. კარგი დღეა ბინაში დეკორის შესაცვლელად. გადახედეთ დიზიანის ჟურნალებს. შეიძლება საინტერესო იდეებს წააწყდეთ.
მშვილდოსანი - დღეს საქმეები ახლობლებს, კოლეგებს გადააბარეთ და თავად დაისვენეთ, ძალები აღიდგინეთ. ზოგიერთი ქალაქგარეთ გამგზავრებას, ზოგი საოჯახო საქმეების შესრულებას გადაწყვეტს.
თხის რქა - ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფების აზრს. იყავით მეტად დელიკატური ურთიერთობისას. საღამო სასიამოვნო გარემოში გაატარეთ ან კულტურულ ღონისძიებას დაესწარით.
მერწყული - საინტერესო მოგზაურობა და საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით. ზოგიერთი მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიპოვებს და ახლობლებს გაუზიარებს.
თევზები - დღეს ის საქმე უნდა აკეთოთ, რაც თავად მოგწონთ და სიამოვნებას განიჭებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრება მხოლოდ თქვენ გეკუთვნით და პირველ რიგში საკუთარ კეთილდღეობაზე იფიქრეთ.