ავტორი:

22-28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

22-28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

კვირის მთავარი მოვლენები:

23 აგვისტოს მზე ქალწულს ესტუმრება. ქალწული არის პედანტური, პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე ნიშანი. ადამიანების უმეტესობას ჩაერთვება ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება. მოგინდებათ დეტალებში გარკვევა, წვრილმანებზე დაკვირვება, მიღებული ინფორმაციების გადამოწმება. 23 სექტემბრამდე მზე იქნება ქალწულში და ამ პერიოდში მოაწესრიგეთ თქვენი საქმეები, გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა.

24 აგვისტოს კუროში მყოფი ურანი რეტროგრადულ სვლაში გადავა. გადახედეთ თქვენს ფინანსებს, საბანკო სექტორთან მუშაობას; გაანალიზეთ თქვენი შემოსავალ-გასავალი. გადახედეთ ჩატარებულ საბანკო-საფინანსო ოპერაციებს. შეიძლება გაისტუმროთ ვალები. შეიძლება კარდინალურად შეიცვალოთ გარემო - მოიცილოთ ადამიანები, სიტუაცია, რაც განვითარებაში გიშლით ხელს.

27 აგვისტოს, 12:16-ზე ველოდებით ახალმთვარეობას ქალწულის ნიშანში. იყავით მომართული საქმეებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. დაისახეთ ის მიზანი, რაც კონკრეტულ შედეგს მოგიტანთ. უნდა იყოთ მეტად დისციპლინირებული, მოწესრიგებული გქონდეთ საბუთები, პირადი ნივთები. შეიძინეთ მხოლოდ საჭირო და აუცილებელი ნივთები. ქალწულს, სადაც ახალმთავრეობაა, ზედმეტი ფულის ფლანგვა არ უყვარს, მას თითოეული ლარი გათვლილი აქვს. დაისახეთ ახალი მიზნები.

კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს გაეცანით მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით:

ვერძი

მოერიდეთ ურთიერთობის გართულებას საყვარელ ადამიანთან; მეტად დაუთმეთ. არ გირჩევთ საქმეების გარჩევას არც ახლობლებთან. მეტი დრო გაატარეთ შვილების გვერდით; დაუმეგობრდით მათ, დაეხმარეთ ახალ გარემოსთან ადაპტირებაში. ოჯახის წევრებთან ერთად იზრუნეთ ბინაში ინტერიერის განახლებაზე.

კურო

დაფიქრდით, როგორ უნდა გამოიმუშაოთ მეტი ფული. დროა, თქვენი ცოდნა შემოსავლის წყაროდ აქციოთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან, მეტი მზრუნველობა გმართებთ მათ მიმართ. უქმეებზე საინტერესო მგზავრობა და ნაცნობობა გელოდებათ. ზოგიერთმა შეიძლება რომანტიკული კავშირი გააბათ.

ტყუპი

ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და დაგროვილ ვალდებულებებთან გამკლავება არ გაგიჭირდებათ. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. არ გირჩევთ გარშემო მყოფებთან კამათს, ურთიერთობების გარკვევას. მიმართეთ თქვენი ენერგია სასიკეთეო საქმეების კეთებაზე. უქმეებზე რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ.

კირჩხიბი

დაკვირვებით დაასრულეთ ყველა საქმე, რათა შეცდომების გამო წინსვლაში ხელი არ შეგეშალოთ. არ გირჩევთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. უმჯობესია, ფული პირად ცოდნაში ან ბავშვების განათლებაში დააბანდოთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ადამიანებს მგზავრობის დროსაც დაუმეგობრდებით და ქუჩაშიც.

ლომი

ნუ გადავარდებით ილუზიაში, სანამ საქმეებს თქვენ არ უხელმძღვანელებთ, არაფერი გამოვა, სხვის იმედი ნუ გექნებათ. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც განზრახ შეეცადოს თქვენს შეცდომაში შეყვანას. იყავით მომართული მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. უქმეებზე დაფიქრდით, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ, სად მიაღწევთ წარმატებას.

ქალწული

დაძლევთ დისკომფორტსა და ფობიებს. გილოცავთ, მზე თქვენს ნიშანში გადმოდის. იგრძნობთ ენერგიის მომატებას, ხალისს, გაგიჩნდებათ ახალი მწვერვალების დაპყრობის სურვილი. გირჩევთ, დაელოდოთ ახალმთვარეობას თქვენს ნიშანში და მერე გააქტიურდეთ. არ დაგავიწყდეთ ახალმთვარეობაზე სამომავლო სურვილებისა და მიზნების ჩამოწერა.

სასწორი

შეხვედრებით და საუბრებით დატვირთული კვირა გელოდებათ. გახშირდება კომუნიკაცია თანამოაზრეებთან. ზოგიერთს დაწინაურება, დაფასება გელოდებათ თქვენს საქმიანობაში. გაფრთხილდით, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი არ დაუპირისპირდეს თქვენს მეგობრებს და პირიქით. მოერიდეთ ხმაურიან წვეულებებს. მეტი დრო დაუთმეთ საქმეების დასრულებას, რათა ახალმთვარეობიდან ახალი ვალდებულებების შესრულებას შეუდგეთ.

მორიელი

უნდა დაარეგულიროთ სამსახურისა და სახლის საქმეები. საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ პროფესიული თვალსაზრისით, რაც სტატუსის ამაღლებაში, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ამასთან, უყურადღებოდ ვერ დატოვებთ ნათესავებს, დაეხმარეთ მათ სირთულეების გადალახვაში. დაგაინტერესებთ სულიერი და რელიგიური საკითხები.

მშვილდოსანი

იყავით ფრთხილი საქმიანი მოლაპარაკებების დროს. მგზავრობისას და საჭესთან კი მეტი დაკვირვება გმართებთ, არ აგებნეთ მარშრუტი; განსაკუთრებით უცხო ადგილას ყოფნისას. მოუფრთხილდით პირად ნივთებსაც. კვირის ბოლოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ ახალი მიზნები გაგიჩნდებათ. გადახედეთ ძველ იდეებს, მათი განხორციელების შანსი გეძლევათ.

თხის რქა

პარტნიორებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. უნდა მოუფრთხილდეთ ფინანსებს, არ გირჩევთ ფულის დაბანდებას საეჭვო საქმიანობაში. აგრეთვე სიფრთხილე გმართებთ გადარიცხვისას. გამონახეთ დრო საოჯახო წვეულებების მოსაწყობად; ჩაერთეთ დღესასწაულების ორგანიზებაში. თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება იურიდიული საკითხები.

მერწყული

ნუ დაძაბავთ ურთიერთობას საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. კამათში შეიძლება თქვენ იყოთ მართალი, მაგრამ, მარტო რომ არ დარჩეთ, დაუთმეთ. არ გირჩევთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას. მომავალი კვირისთვის გადადეთ ახალი ხელშეკრულებების გაფორმება, საქმეების დაწყება. კარგი იქნება, თუ ჩაიტარებთ მასაჟის კურსს.

თევზები

კვირის ბოლომდე უნდა დაასრულოთ ყველა დაწყებული საქმე. აასრულეთ დანაპირები. მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე, იმუნიტეტის ამაღლებაზე. უქმეებზე გადადით პასიური დასვენების რეჟიმზე. მეტი დრო გაატრეთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.