22-28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი: რას გვირჩევენ ვარსკვლავები

22-28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი: რას გვირჩევენ ვარსკვლავები

ვერძი

რთული, მაგრამ საინტერესო კვირაა თქვენთვის. ეს არის თვითგამოხატვის დრო, რომელიც ცვლილებებისკენ გიბიძგებთ. მნიშვნელოვანია, რომ არ იჩქაროთ საქმეების შესრულებისას, ახლების დაწყებისას, რადგან მერკური ისევ რეტროგრადულად მოძრაობს თქვენს ნიშანში. პროცესების დაჩქარებამ შეიძლება გამოიწვიოს შეცდომები საკუთარი თავისა და სხვების მიმართ, ხოლო მუდმივი შინაგანი ბრძოლა გამოიწვევს სირთულეებს თვითრეალიზებაში. ეცადეთ აკეთოთ კარგი საქმე და არც დასვენება დაივიწყოთ!

კურო

ოჯახთან და ფესვებთან ერთიანობის კვირაა. შესანიშნავი დროა უგემრიელესი კერძების მოსამზადებლად, რაც მოეწონებათ უმცროსებს, ასევე უფროსებს. მიაგეთ პატივი გარდაცვლილ ნათესავთა ხსოვნას. უმეტესობა მიდრეკილი ხართ თვითკრიტიკისა და პიროვნული ზრდისაკენ, რაც შეძლებს შესანიშნავი საფუძველი ჩაუყაროს მომავალ წარმატებას. მაგრამ ახლა მთავარია არა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, არამედ ყველაფერის გულმოდგინედ გააზრება.

ტყუპი

სულიერი სიმშვიდის, გამოცდილებისა და პრობლემების დაფიქსირების დროა და შესაძლოა, ცვლილებისადმი შიშისაც. მაგრამ ეს 26 აპრილამდე, მერე თქვენი მმართველი მერკური, რეტროგრადულ ფაზიდან გამოვა და თავს უკეთ იგრძნობთ. შეეცადეთ მეტი დრო გაატაროთ განმარტოებით, საკუთარ თავთან. უაღრესად სასარგებლოა: მედიტაცია, ჯანსაღი კვება, ფიზიკური სხეულისა და ემოციური მდგომარეობის მოვლა. კვირის ბოლოს ცხოვრება ახალი ფერებით გაბრწყინდება.

კირჩხიბი

დაფიქრდით თქვენი ცხოვრების ყველა სფეროზე, რომელ მათგანს სჭირდება ყველაზე მეტი ყურადღება? შესაძლოა, არსებობს ენერგიების დისბალანსი და თქვენ უნდა გადახედოთ თქვენს მიდგომას. სწორედ ახლა მოგვარდება ბევრი საკითხი და დამყარდება ჯანსაღი ბალანსი ემოციებსა და პასუხისმგებლობას შორის და გამოჩნდება გრძელვადიანი პერსპექტივები. სასარგებლოა საქმის კეთება ტრადიციული ფორმებისგან განსხვავებულად; ცხოვრებაში მეტი ორიგინალურობისა და გამომგონებლობის შემოტანა.

ლომი

ლიდერობის თვისებები, ქარიზმა და შემოქმედებითი ნიჭი საშუალებას მოგცემთ იჩქაროთ წინ წასვლა და დაამარცხოთ ყველა თქვენი კონკურენტი. კარგი დროა გადატვირთვის, ახალი წამოწყებისა და აღორძინებისთვის. იყავით უფრო ყურადღებიანი პარტნიორულ ურთიერთობებში, გამონახეთ დრო ბავშვებისა და თქვენი საყვარელი ადამიანისთვის. კვირის მეორე ნახევარში თქვენს სურვილებზე ზედმეტმა კონცენტრირებამ შეიძლება გამოიწვიოს შეზღუდვები და დაძაბულობა ურთიერთობების სფეროში.

ქალწული

პლანეტების ენერგიები კვირის განმავლობაში ხელს შეუწყობს ხელახალ დაბადებასა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. მოტივაცია გაძლიერებულია ისე, რომ სრული პოტენციალის გამოყენება შესაძლებელია ახალი მიზნების დასასახად და მათ მისაღწევად მოქმედებების განსახორციელებლად. კვირის დასაწყისში შეიძლება იგრძნოთ, რომ წინსვლა რთულია, მაგრამ აუცილებელია. თუ გინდათ, შეგიძლიათ მთები გადადგათ. მშვენიერი შესაძლებლობაა, რომ თქვენი ცხოვრება უფრო ნათელი გახადოთ!

სასწორი

შესაძლებელია არსებული შიდა კონფლიქტის გამწვავება – ინტუიცია ერთს ამბობს, მსჯელობა კი მეორეს გკარნახობთ. სწორად შეადგინეთ თქვენი გეგმები და მიიღეთ მისგან მაქსიმუმი! არაფერი გადადოთ მოგვიანებით, მაგრამ არ დაივიწყოთ ოჯახური ღირებულებები. თქვენმა ყოველმა სიტყვამ თუ საქმემ შეიძლება გამოიწვიოს დიდი მოვლენა ოჯახის წევრებში. გადადეთ ყველა ექსპერიმენტი მომავლისთვის, განსაკუთრებით გარეგნობასთან დაკავშირებული.

მორიელი

დიდი ალბათობით, ცხოვრებისეული გარემოებები ან დიდი ხნის პარტნიორი რთული არჩევანის წინაშე დაგაყენებთ. მაგრამ თქვენ ინტუიციურად გესმით, რა გსურთ და რა არის საჭირო ამ საკითხების გადასაჭრელად. შეგიძლიათ ისარგებლოთ არსებული სიტუაციით, აქციოთ ის თქვენს სასარგებლოდ და გააოცოთ გარშემო მყოფები. ფრთხილად იყავით ემოციებთან და განცხადებებთან! გამოავლინეთ დიპლომატიურობა ეს დაგეხმარებათ გამოირჩეოდეთ ბრბოსგან.

მშვილდოსანი

გახდით მგრძნობიარე ემოციური რყევებისა და განწყობის ცვალებადობის მიმართ, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს აქტივობასა და კეთილდღეობაზე. აკონტროლეთ საკუთარი თავი და ნუ აფრქვევთ თქვენს ნეგატივს სხვებზე. ახალგაცნობილებმა შეიძლება დაინახონ თქვენში შემოქმედებითი და მრავალმხრივი პიროვნება, ასე რომ გამოიჩინეთ თავი საუკეთესო მხრიდან! იპოვეთ არასტანდარტული გადაწყვეტილებები, განიხილეთ შთაგონების წყაროები სრულიად განსხვავებულ სფეროებში და შემოიტანეთ რაიმე ახალი თქვენს ცხოვრებაში.

თხის რქა

თქვენ უფრო მეტს ელით, ვიდრე რეალურად მიიღებთ. ამიტომ უმჯობესია, არ დაისახოთ არარეალური იმედები. შეიძლება იყოს ძალისა და მოტივაციის ნაკლებობა: დაღლილობის გრძნობა და აქტიური ქმედებების მიმართ გულგრილობაც კი. ენერგიის ნაკლებობა და ფოკუსში დისონანსი იწვევს ბუნდოვანებას და ყურადღების ნაკლებობას, რამაც შეიძლება შეგაწუხოთ. საბედნიეროდ, კვირის ბოლოს სირთულეების უმეტესობა თავისით გაქრება.

მერწყული

სირთულეებს წააწყდებით დავალებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. თქვენ მიდრეკილნი ხართ ეძებოთ გამოსავალი რამდენიმე ჰობიში და შეგიძლიათ მთლიანად ჩაეფლო მათში, ზოგჯერ დაივიწყებთ რეალურ ცხოვრებას. დადგა დრო, როცა უნდა ისწავლოთ მხოლოდ საკუთარ თავზე დაყრდნობა და პასუხისმგებლობის აღება. თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ სიტუაცია, წარსულში დატოვოთ ყველაფერი ძველი, გათავისუფლებული კი ახალი პერსპექტივებისკენ მიმავალ გზას დაინახავთ.

თევზები

კარგი დროა ზოგადად ადამიანებთან ურთიერთობის გადასახედად, ცუდი დროა ფულის ინვესტირებისა და დიდი შესყიდვებისთვის. შეეცადეთ გაარკვიოთ ყველაფერი, რაც გაინტერესებთ, აუხსენით რაღაცები საკუთარ თავს და დაუმტკიცეთ სხვებს. მაგრამ ყოველთვის არ არის საჭირო ყველასთან მოლაპარაკება, მით უმეტეს, დანებება. ახლა დროა დაიცვათ თქვენი პირადი აზრი. მთავარია არ გადააჭარბოთ, რადგან თქვენი ზეწოლა შეიძლება სხვებს არ მოეწონოთ და გაჭიანურებულ კონფლიქტამდე მიგვიყვანოთ.