კურო
ეცადეთ, თქვენი მომავალი და პირადი ცხოვრება ვიღაცის აზრსა და დახმარებაზე არ იყოს დამოკიდებული. ნუ იქნებით რაღაცის მოლოდინში გააქტიურდით და იბრძოლეთ საკუთარი სურვილების შესასრულებლად.
ტყუპი
სასიამოვნო ცვლილებები გელით. "გამორთეთ" გონება და გულის კარნახით იმოქმედეთ. ეცადეთ, უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება და პირადი ურთიერთობები.
კირჩხიბი
დღეს დაუსრულებლად მოგიწევთ მუშაობა, – ერთი საქმის დასრულება და მეორის დაწყება. ეს იმიტომ ხდება, რომ დახმარებაზე ყველას უარს ეუბნებით. უმჯობესია, გადაუნაწილოთ საქმე სხვებს, მაგრამ შეამოწმოთ შესრულებული. თავად კი ცოტა "ამოისუნთქოთ".
ლომი
ახალი საქმეების დაწყებამდე კარგად გაიაზრეთ ყოველი ნაბიჯი. დაფიქრდით, ვისთან ერთად გსურთ მუშაობა. რას მოგიტანთ გამარჯვება ან წარუმატებლობის შემთხვევაში როგორ მოიქცევით.
ქალწული
სამსახურის საქმეების გამო ურთიერთობას ნუ გაიფუჭებთ საყვარელ ადამიანთან. იყავით მეტად მზრუნველი და მეტი დრო დაუთმეთ მას. აგრეთვე, ნუ იქნებით კრიტიკული და მოეშვით მის კონტროლს.
სასწორი
თუ თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ, მომავლის გეგმა შეადგინეთ. დაფიქრდით, რისი მიღწევა გსურთ და დაიწყეთ მისთვის მზადება. ნუ იქნებით უსაქმოდ, თუ წარმატების მიღწევა გსურთ.
მორიელი
მოერიდეთ მგზავრობას, მაგრამ თუ გამოუვალ სიტუაციაში ხართ, აკონტროლეთ ემოციები. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კონფლიქტისგან და უცხოებთან მოერიდეთ საკუთარ გეგმებზე საუბარს.
მშვილდოსანი
მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს დღე. შეხვდით ბიზნესპარტნიორებს, აწარმოეთ მოლაპარაკებები. აგრეთვე კარგი დღეა ახალი ნაცნობობისთვის.
თხის რქა
ნუ განმარტოვდებით და ჩაიკეტებით საკუთარ თავში. შეეხმიანეთ მეგობრებს, ნათესავებს. კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საქმეები. საღამოს გაისეირნეთ, ახალი ნაცნობები გაიჩინეთ.
მერწყული
საინტერესო და სახალისო საქმიანობაში შემოგთავაზებენ მონაწილეობის მიღებას. უარს ნუ იტყვით, გართობის გარდა ახალი ნაცნობობაც გელით.
თევზები
კარგი დღეა უძრავი ქონების საკითხის მოსაგვარებლად. შეცვალეთ საკუთარ სახლში ინტერიერი, ახალი დეკორით გაახალისეთ იგი. თუ ნიჭი გაქვთ, შექმენით ხელნაკეთი აქსესუარები.