კურო
ორიგინალური იდეების განხორციელებას საღამოსთვის ნუ გადადებთ. კარგი დღეა ზემდგომებთან შესახვედრად. უფროსიც და კოლეგებიც იდეების განხორციელებაში დაგეხმარებიან. ჩვეული საქმე უფრო სახალისო მოგეჩვენებათ, თუ სასიამოვნო გარემოს შეიქმნით. წარმატება გელით დიზაინის სფეროში.
ტყუპი
ესთეტიკა და სილამაზე გაგიტაცებთ. ახალი იდეების განხორციელება მოგინდებათ. კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად, თვალსაწიერის გასაფართოებლად. ცნობისმოყვარეობისა და გარშემო მყოფების მიმართ კეთილგანწყობის გამო ნებისმიერ საზოგადოებაში სასურველი სტუმარი იქნებით. დღეს ადვილად შეეწყობით ახალ კოლექტივს, ახალ ქვეყანას.
კირჩხიბი
ოჯახის წევრები და კოლეგები რთულ სიტუაციაში არ მიგატოვებენ. მოაგვარეთ მემკვიდრეობასთან, ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა პარტნიორებთან, უფროსთან; საღამოს - ოჯახის წევრებთან.
ლომი
ახალი საქმეები გამოცდილ ადამიანებთან ერთად დაიწყეთ, ვისთან ერთადაც გამარჯვებას ან მარცხს გაიზიარებთ. გირჩევთ, საქმეები ორ-სამ კვირაში დაასრულოთ. კარგი დღეა ურთიერთობის გასაუმჯობესებლად გარშემო მყოფებთან.
ქალწული
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. სამსახურის საქმეებს ზედმეტი ძალისხმევს გარეშე მოაგვარებთ. რაც უფრო ორიგინალურ იდეას განახორციელებთ, მით გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. კარგი დღეა ახალი ტექნიკის ტესტირებისთვის. წარმატება მეგობრებსაც გაუზიარეთ, ვინც წარმატების მიღწევაში გეხმარებოდათ. არ დაგავიწყდეთ გადასახადების გადახდა.
სასწორი
კარგი დღეა საქმიანი კავშირების გასამყარებლად. დღეს ისეთი საქმეები შეასრულეთ, რომლებიც სიამოვნებას მოგანიჭებთ და მატერიალურ კეთილდღეობასაც მოგიტანთ. გარშემო მყოფებს საკუთარი მოთხოვნები დიპლომატიურად წარუდგინეთ. შვილები წესრიგს მიაჩვიეთ.
მორიელი
კარგი დღეა რემონტის დასაწყებად. ბინაში ინტერიერის შესაცვლელად ან გასაფართოებლად. ყველაფერს ექსპერიმენტის დონეზე მიუდექით, მარცხს სერიოზულად ნუ აღიქვამთ. თუ გვერდით საიმედო პარტნიორი ან მეუღლე გეყოლებათ, უამრავი უსიამოვნებისგან დაიზღვევთ თავს. დღეს გარშემო მყოფების ინტერესების გათვალისწინებით უნდა იმოქმედოთ.
მშვილდოსანი
კარგი დღეა ურთიერთობისთვის. შეეხმიანეთ ძველ, დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. აგრეთვე, ახლებსაც გაიჩენთ. ოფიციალური შეხვედრებიც კი მეგობრულ გარემოში დანიშნეთ. მგზავრობისას საინტერესო, ორიგინალურ ადამიანებს გაიცნობთ. შეიძლება ახალი თანამოაზრეები გაიჩინოთ ან მათზე დაკვირვებით ახალ იდეებს მიაგნოთ.
თხის რქა
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. ზოგიერთი ახალ საქმიან პარტნიორს გაიჩენს, რომელიც ახალი იდეების განხორციელებაში დაეხმარება. გამონახეთ პრობლემების მოგვარების ახალი მეთოდი, შეცვალეთ დღის რეჟიმი. გადადით ცხოვრების ჯანსაღ წესზე.
მერწყული
საქმეების უმრავლესობაში წარმატება გელით. განსაკუთრებით - შემოქმედებით საქმიანობაში. დღეს თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სილამაზეს და ჰარმონიას. აგრეთვე, კანონმდებლობასა და სამართლიანობას. კარგი დღეა ძველი კავშირების, მეგობრობის, პარტნიორული (სასიყვარულოც) ურთიერთობების აღსადგენად.
თევზები
კონტაქტურობასა და მეგობრულობას სასწაულის მოხდენა შეუძლია და დღეს ამაში დარწმუნდებით. გამოგიჩნდებათ გავლენიანი მეგობარი, მოკავშირე, მფარველი. გახსოვდეთ, საკამათო საკითხში კანონი თქვენ მხარეს იმ შემთხვევაში იქნება, თუ თქვენ იქნებით კანონის მხარეს.