22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:45-ზე, მთვარე ტყუპში იქნება 14:15-დან

არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი.

ვერძი

ორაზროვანი და სტრესული დღეა. იყავით მზად ისწავლოთ რაიმე ახალი. არ გამოტოვოთ შესაძლებლობა გააფართოოთ თქვენი ჰორიზონტი, შეეცადეთ გაითვალისწინოთ ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია. არ არის გამორიცხული, ამ დღეს ისწავლოთ ისეთი რამ, რაც გაიძულებთ შეცვალოთ სამომავლო გეგმები. თქვენი ლიდერობის თვისებები ძალიან სასარგებლოა: მათი წყალობით თქვენ სწრაფად გადაჭრით ბევრ პრობლემას.

კურო

იღბლიანი დღეა. შეგიძლიათ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, დაიწყოთ ახალი ბიზნესი. გარემოებათა კომბინაცია საშუალებას მოგცემთ სწრაფად მოაგვაროთ ძველი პრობლემები, არის შანსი მნიშვნელოვნად გაზარდოთ შემოსავალი. დღე შესაფერისია შოპინგისთვის, პირველ რიგში, სამუშაოსთვის ან სწავლისთვის საჭირო ნივთების შესაძენად. სპორტი და ზოგადად ფიზიკური აქტივობა სასარგებლო იქნება, მხიარულებასა და ხალისიანობას მოგიტანთ.

ტყუპი

დღე ძალიან ხელსაყრელია, გაქვთ შანსი მიაღწიოთ დიდ წარმატებას. ბევრი შრომა მოგიწევთ და არა მარტო საკუთარ, არამედ სხვა ადამიანების საქმეებსაც მოაგვარებთ. პასუხისმგებლობა არ გაშინებს, ახალ ვალდებულებებს მშვენივრად გაართმევთ თავს. პირად ურთიერთობებში შესაძლებელია ცვლილებები. შესაძლებელია მოულოდნელი საჩუქრები, ყურადღება, სასიყვარულო აღიარებები.

კირჩხიბი

დღე ძალიან დატვირთული და ორაზროვანია. შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, რაც არ უნდა მოხდეს - თუ ემოციებს დაემორჩილებით, შეცდომების თავიდან აცილებას შეძლებთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამსახურში თვითკონტროლი. არ აურიოთ პროფესიული და პირადი ინტერესები, მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები. შეგიძლიათ ნაყოფიერად წარმართოთ საქმიანი მოლაპარაკებები, მაგრამ არ დაჰპირდეთ ზედმეტს, არ აიღოთ სერიოზული ვალდებულებები.

ლომი

ეცადეთ არ გარისკოთ, დღე სიფრთხილეს მოითხოვს. შეგექმნებათ პრობლემები საკუთარი ძალების სწორად შეფასებასთან დაკავშირებით. ნუ გგონიათ, რომ შეგიძლიათ დამოუკიდებლად გადალახოთ ნებისმიერი სირთულე, დახმარება ნამდვილად დაგჭირდებათ და უმჯობესია წინასწარ იფიქროთ, ვის მიმართოთ.

ქალწული

წარმატებული და ხელსაყრელი დღეა, შეგიძლიათ სწრაფად მიაღწიოთ ყველაფერს, რაც გსურთ. არსებობს შანსი, მიიღოთ მხარდაჭერა (მათ შორის ფინანსური) გავლენიანი ადამიანებისგან. იქნება კარგი ფულის გამომუშავების, მომგებიანი გარიგებების დადების შესაძლებლობა. ზოგიერთი ქალწული იპოვის შემოსავლის ახალ წყაროს. დღე ხელსაყრელია მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, როგორც საქმიანი, ასევე პირადი, შეგიძლიათ ღიად ისაუბროთ იმაზე, რაც გაწუხებთ.

სასწორი

კარგი დღეა კომუნიკაციის მხრივ. კარგად წარიმართება როგორც საქმიანი მოლაპარაკებები, ასევე საყვარელ ადამიანებთან კონფიდენციალური საუბრები. საბოლოოდ გაუმკლავდებით ემოციებს და გადაწყვეტთ მომავლის სამოქმედო გეგმას. იხსნება ახალი პროფესიული პერსპექტივები, გექნებათ თქვენი პოზიციის გაძლიერების და კორპორატიული კიბეზე ასვლის შანსიც კი.

მორიელი

დღე საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით პირველ ნახევარი. იმატებს არახელსაყრელი ტენდენციების გავლენა. ამ დროს შესაძლოა ხელშეკრულებები დაირღვეს, არ არის გამორიცხული, საქმიანმა პარტნიორებმა იმედი გაგიცრუონ. თუმცა, აუცილებლად იპოვით გამოსავალს სიტუაციიდან, ბრწყინვალედ გაუმკლავდებით რთული საკითხების გადაწყვეტას. დღის მეორე ნახევარი კრეატიულობისა და არასტანდარტული გადაწყვეტილებების დროა. თქვენ მიაღწევთ იმას, რაზეც სხვებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ.

მშვილდოსანი

გაფრთხილდით, ნებისმიერმა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები. სანამ რაიმე მნიშვნელოვანს გააკეთებთ, გადაამოწმეთ ადამიანებთან, რომლებსაც ენდობით. სამსახურში შეეცადეთ არ დაარღვიოთ დამკვიდრებული წესები, რაც არ უნდა გამაღიზიანებელი იყოს ისინი. უფრო ადვილი იქნება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა, ვიდრე კოლეგებთან და ბიზნეს პარტნიორებთან. მეგობრებს მშვენივრად ესმით თქვენი.

თხის რქა

თუ ყველაფერი ისე არ წავა, როგორც გსურთ, არ იდარდოთ. სიტუაცია მალევე უკეთესობისკენ შეიცვლება. მნიშვნელოვანია დროულად მოუსმინოთ ინტუიციის მითითებებს. დღე შესაფერისია ახალი ბიზნესის დასაწყებად, ერთობლივი პროექტებისთვის. გექნებათ შესაძლებლობა, დაეხმაროთ ადამიანს, რომელიც აღმოჩნდება რთულ მდგომარეობაში, გააკეთოთ რაიმე სასარგებლო არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც.

მერწყული

ძალიან წარმატებული დღეა, იდეალურია ნებისმიერ დონეზე საქმიანი კონტაქტებისთვის, თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვისთვის. შეგიძლიათ იპოვოთ ახალი მოკავშირეები და თანაშემწეები, მოიძიოთ გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა. ნუ შეგეშინდებათ ყურადღების მიქცევა, თვითრეკლამა შესანიშნავ შედეგს მოგიტანთ. განსაკუთრებით ხელსაყრელია დღეა მათთვის, ვინც დაკავებულია შოუბიზნესით, გასართობი ღონისძიებების ორგანიზებით. შესაძლოა საოფისე რომანის დაწყება.

თევზები

პერსპექტიული, საინტერესო და მნიშვნელოვანი დღეა. მიიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დაგეხმარებათ ცხოვრებაში. ახალი ეტაპის დაწყებას. შესაძლებელია მნიშვნელოვანი ცვლილებები პროფესიულ სფეროში, საქმიანი შეთავაზებები, რომლებზეც უარის თქმა არ შეიძლება. პრობლემები, რომლებიც ამ ბოლო დროს გაწუხებთ, წარსულში დარჩება. შეძლებთ გაუმკლავდეთ საკუთარ სურვილებს, ახლებურად დასახოთ პრიორიტეტები. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. ბოლოდროინდელ უთანხმოებს ჰარმონია და ურთიერთგაგება ჩაანაცვლებს.