22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დროა, დასვენებაზეც დაფიქრდეთ, დაგეგმოთ შვებულება. თუ ახლო მომავალში სრულყოფილი დასვენებისთვის ვერ მოიცლით, შეამცირეთ სამუშაოს რაოდენობა და კარგად გამოიძინეთ ხოლმე და ხშირად გაისეირნეთ ბუნებაში.

ტყუპი

დღეს ენერგიული და მხიარული ხართ. რთული სიტუაციის განმუხტვას ანეკდოტით, ხუმრობით მარტივად შეძლებთ. კარგი დღეა სამომავლო გეგმების განსახილველად. საღამოს გულითადი საუბარი მეგობრებთან საკუთარი თავის რწმენას შეგმატებთ.

კირჩხიბი

საკუთარ გეგმებსა და იდეებს არაფორმალური შეხვედრის დროს უფრო კარგად ჩამოაყალიბებთ. შეხვდით გავლენიან ადამიანებს, გააუმჯობესეთ მათთან ურთიერთობა. პირად ურთიერთობაში კი მეგობრული კავშირი შეიძლება სხვა გრძნობაში გადაიზარდოს.

ლომი

შეხვდით, მოიკითხეთ მეგობრები და ნათესავები. შეიძლება ვიღაცას თქვენი დახმარება, რჩევა დასჭირდეს. ნუ ეტყვით მათ დახმარებაზე უარს.

ქალწული

თუ სტუმრების მიღებასა და მათ გამასპინძლებას აპირებთ. ეცადეთ, მათ გემრიელი კერძებით, კარგი მასპინძლობით მოაწონოთ თავი და ნურც გართობას დაივიწყებთ.

სასწორი

მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტები ღია ბრძოლას გიცხადებენ, თქვენს დამარცხებას ნამდვილად ვერ შეძლებენ. ეცადეთ, არ დაიძაბოთ და სიტუაცია იუმორით განმუხტოთ.

მორიელი

თქვენმა სიტყვამ, საქციელმა შეიძლება დისკუსიები და კამათი გამოიწვიოს. უმჯობესია, არ გაჯიუტდეთ, ლოგიკურად იმსჯელოთ და გამოუსწორებელი შეცდომები არ დაუშვათ.

მშვილდოსანი

ნუ დაჯდებით გულხელდაკრეფილი. სტუმრად წადით, მეგობრებს შეხვდით, ბუნებაში გაისეირნეთ, შეცვალეთ ინტერიერი და იქნებ მუშაობის განწყობაც დაგიბრუნდეთ.

თხის რქა

შეყვარებულებს სასიამოვნო სიურპრიზი ელით პარტნიორისგან. ხოლო თუ უკვე დაქორწინებული ხართ, მეუღლესთან ერთად დაგეგმეთ მომავალი, რაც კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს კავშირს.

მერწყული

მეგობრებისგან სასიამოვნო სიურპრიზი, საყვარელი ადამიანისგან კი ძვირფასი საჩუქარი გელით. ამასთან ერთად, სრულიად უცნობი ადამიანები გამოიჩენენ თქვენს მიმართ გულისხმიერებას.

თევზები

ახლობლების დახმარებით გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად. თუ წასვლად ვერსად ახერხებთ, ნახეთ ფენტაზის ჟანრის ფილმი, ან სათავგადასავლო წიგნი წაიკითხეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით