პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 14:09-ზე, მთვარე კუროს ესტუმრება 06:52-ზე
დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
ვერძი
დადებითი ენერგიით, რომელსაც ასხივებთ, ბევრს აუმაღლებთ განწყობას. მაგრამ დაზოგეთ ენერგია თქვენთვის. ახლა არის შესაფერისი დრო, რომ გააზიაროთ თქვენი იდეები ან წარმოაჩინოთ თქვენი ცოდნა. არ დაივიწყოთ თქვენი მეგობრები და დაუთმეთ მათ სულ მცირე რამდენიმე წუთი. ისინი გაბრაზდებიან, თუ მათ უგულებელყოფთ.
კურო
22 დეკემბერს კარგ ხასიათზე იქნებით. მიიზიდავთ საპირისპირო სქესის მზერას. დიდი ენერგია და სურვილი გექნებათ სასურველის გასაკეთებლად. ზოგიერთს სურს მეგობრებთან შეხვედრა და მხიარული საღამო. თუ სილამაზის სალონში მიდიხართ, ეცადეთ არ გადააჭარბოთ ტრანსფორმაციაში.
ტყუპი
დღეს პარტნიორებთან ურთიერთობა წინა პლანზეა. ეს შეიძლება იყოს საქმიანი ან პირადი ურთიერთობა. მოემზადეთ სერიოზული საუბრებისთვის, შესაძლოა კამათისა და დისკუსიისთვისაც კი. არ არის გამორიცხული, თქვენ ან ვინმე სხვამ გაიგოთ ვინმეს საიდუმლო. ნებისმიერ შემთხვევაში, შეიძლება ბევრი ემოცია და გამოცდილება მიიღოთ.
კირჩხიბი
თუ რაიმეს შეცვლა გსურთ, ნუ შეგეშინდებათ ამის თქმა. თუ არ იტყვით იმას, რაც მოგწონთ, სხვები ვერ გამოიცნობენ. დღეს სამსახურში ბევრი ენერგია დაიხარჯება. კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად. მათთან საუბარი განწყობას აგიმაღლებთ. დღე ასევე შესაფერისია რომანტიკული ნაცნობებისა და პაემნებისთვის.
ლომი
ემოციური სიტუაცია გელოდებათ სამსახურში ან უფროს ნათესავებთან ურთიერთობაში. ეს არ ნიშნავს რომ ისინი უარყოფითი იქნებიან. თქვენ ასევე შეგიძლიათ ელოდოთ შექებას ან სხვა ჯილდოს უფროსისგან. შესაძლოა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღებამ მოგიწიოთ.
ქალწული
კარგი დღე გაქვთ. შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რაც მოგწონთ. სამუშაოს დიდი დრო და ძალისხმევა არ დასჭირდება, ამიტომ, გართობისაც დარჩებათ დრო. ხელსაყრელი დღეა რომანტიკული პაემნებისთვის, ფლირტისა და შეხვედრებისთვის. საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ უქმეები.
სასწორი
ნუ ეძებთ რთულ გზებს, გამოსავალი თქვენ წინაშეა; სიტუაციის მოგვარება მარტივად და მოხდენილად შეგიძლიათ. არ აიღოთ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებები. უნდა გამოყოთ გარკვეული დრო მხოლოდ საკუთარი თავისთვის და თქვენი პარტნიორისთვის. ზოგიერთი თქვენგანი გამუდმებით ესწრება სხვადასხვა ღონისძიებებს, ხვდება მეგობრებს და დროც არ გაქვთ ერთად სასაუბროდ.
მორიელი
თუ რამე არ იცით, ნუ მოგერიდებათ რჩევა მეგობარს ან კოლეგას ჰკითხოთ. ეს ადამიანი საბოლოოდ შეძლებს თქვენს სულში სიმშვიდის შემოტანას. ნუ შეგეშინდებათ თქვენი აზრის გამოთქმა, თუნდაც ის უარყოფითი იყოს. თქვენი კოლეგები გაიგებენ. ცუდი განწყობა შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ დაღლილი ხართ. მეტად დაისვენეთ.
მშვილდოსანი
შესაძლოა თქვენსა და თქვენს კოლეგებს შორის უთანხმოება წარმოიშვას. შეეცადეთ გაარკვიოთ რა არის პრობლემა და დიპლომატიურად ესაუბრეთ მათ. ხელსაყრელი დღეა ისეთი ნივთების შესაძენად, რომლებსაც სამსახურში გამოიყენებთ. დღეს შეიძლება ბევრი რამ იყოს გასაკეთებელი, მოემზადეთ მძიმე სამუშაოსთვის.
თხის რქა
შესაძლოა თავს დაუფასებლად გრძნობთ. გამამხნევებელი სიტყვები ყველაზე მეტად გჭირდებათ. თქვენ იცით, როგორ მოახდინოთ შთაბეჭდილება თქვენს პარტნიორზე, ასე რომ, არ შეგეშინდეთ თქვენი ცოდნის გამოვლენა. იყავით მხიარული და გაატარეთ დაუვიწყარი საღამო.
მერწყული
დღეს ვინმესთან ერთად მუშაობა სასურველი და პროდუქტიული იქნება. თუ რაიმეს ყიდვას აპირებთ, მაშინ დაგეგმეთ ყველაფერი ყურადღებით, დაფიქრდით რა გჭირდებათ აუცილებლად და რაზე შეგიძლიათ უარი თქვათ. სასიამოვნო სიურპრიზები გელით სახლში. საყვარელ ადამიანთან ერთად შეადგინეთ საახალწლო არდადეგების გეგმები.
თევზები
დღეს განსაკუთრებით აქტიური დღეა თევზებისთვის. იქნება ბევრი კომუნიკაცია და მოგზაურობა. არ არის გამორიცხული მოლაპარაკებები და კომპრომისული შეთანხმებების მიღწევა. ახლობლების ამბები შეიძლება გამამხნევებელი იყოს. ეცადეთ იყოთ პოზიტიური და აამაღლეთ თქვენი მეგობრის განწყობილება, თუ ის თავს დაჩაგრულად გრძნობს. ეს გააუმჯობესებს საერთო კომუნიკაციის ატმოსფეროს.