ავტორი:

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 10:48-ზე, მთვარე მერწყულშია

კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა დოზა. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.

ვერძი

თუ შესაძლებელია, გაატარეთ ეს დღე მშვიდად, ყოველდღიური საქმეებისა და საზრუნავებისგან მოშორებით. არ ჩაერთოთ მძიმე ფიზიკურ სამუშაოზე, არ გირჩევთ ან დამღლელი ვარჯიშების შესრულებას.

კურო

სხვას გადაეცით ლიდერის როლი და უბრალოდ მიჰყევით მოვლენებს. შეეცადეთ მოერგოთ გარშემო მყოფების განწყობას ან ჩვევებს. მეტი დრო დაუთმეთ თქვენს პარტნიორს. თუმცა ყველაფერი კარგია ზომიერად.

ტყუპი

თქვენი გეგმების განხორციელება მთლიანად გარემოებებზე იქნება დამოკიდებული. არის შანსი, რომ სხვა ადამიანების პრობლემებთან მოგიწიოთ გამკლავებამ. მეტად იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

კირჩხიბი

საყვარელი ადამიანებისგან სტაბილურობასა და უსაფრთხოებას იგრძნობთ. დღეს უმჯობესია შეეგუოთ ამ მდგომარეობას და საკუთარ თავს უფლება მისცეთ არ ინერვიულოთ პრობლემებზე.

ლომი

დღეს არ მოგინდებათ სახლის დატოვება. შეეცადეთ გამოყოთ თქვენი პირადი სივრცე და შეუქმნათ კომფორტული პირობები საკუთარ თავს. იზრუნეთ სისუფთავეზე, მოაწესრიგეთ დოკუმენტები, პირადი ნივთები.

ქალწული

დაგეგმეთ თქვენი დღე ისე, როგორც ყოველთვის აკეთებთ, თქვენს ცხოვრებაში ექსპერიმენტების ან სიახლეების გარეშე. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით.

სასწორი

დაუთმეთ ეს დღე მცირე რუტინულ ვალდებულებებს. უკვე დაწყებული საქმეების დასრულებას. გადაიტანეთ ყველა ახალი პროექტის დაწყება სხვა დღეს. შეგიძლიათ საყიდლებზე წასვლა, მაგრამ დააკვირდით თქვენს ხარჯებს.

მორიელი

სხვებს გაუჭირდებათ თქვენთან ურთიერთობა, თუ თქვენ თვითონ არ დაამყარებთ მათთან კონტაქტს. შეიძლება რომანტიკული ურთიერთობისგანაც მოგინდეთ შესვენება. უმჯობესია საქმეების კეთება დილით, საღამოს კი - დასვენება.

მშვილდოსანი

გააკეთეთ ის საქმე, რაც აუცილებელია და სიამოვნებას მოგანიჭებთ. მოერიდეთ დეპრესიულ და წუწუნა ადამიანებთან ურთიერთობას. საღამო დაუთმეთ ახლის შესწავლას.

თხის რქა

დაღლილობა ან აპათია ხელს შეგიშლით აქტიური დღის გატარებაში. პესიმისტური განწყობა კი არ მოგცემთ გეგმების შესრულების საშუალებას. დღეს არ გირჩევთ ახალი საქმის დაწყებას. უმჯობესია, დაისვენოთ.

მერწყული

ემოციური დაღლილობა და ძალების დაკარგვა ხელს შეგიშლით მუშაობაში და გაგიჭირდებათ პოზიტიური განწყობის შენარჩუნება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

თევზები

თქვენ მიიღებთ დადასტურებას თქვენი ვარაუდების ან ეჭვების შესახებ. დღეს მიხვდებით, ვინ ჯობია გყავდეს მოკავშირეებად და ვის უნდა დაშორდეთ. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ნუ გადალახავთ უსაფრთხო ზღვარს.