22 ივლისი პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 23:55-ზე, მთვარე კუროშია
მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. კარგია ცურვა. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
ვერძი: არ გაართულოთ ურთიერთობები საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. იყავით დაკვირვებული მუშაობისას. იმედგაცრუებული რომ არ დარჩეთ ახალგაცნობილებს ნუ ენდობით.
კურო: გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. საქმიანი ურთიერთობა შეიძლება რომანტიკულში გადაიზარდოს და პირიქით. გაფრთხილდით, არავინ შეგეშალოთ ხელი საქმეების მოგვარებაში.
ტყუპი: დაკვირვებულად იმუშავეთ. წარმატება გელით ინიციატივის გამოჩენისას. დაანახვეთ გარშემო მყოფებს თქვენი შესაძლებლობა. საყვარელ ადამიანს მოუწყვეთ რომანტიკული საღამო.
კირჩხიბი: ყველა უსიამოვნება მშვიდობიანად მოაგვარეთ. მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. საღამო სასიამოვნო გარემოში, საყვარელი ადამიანების გვერდით გაატარეთ. მიიღებთ რომანტიკულ საჩუქარს.
ლომი: არ გამორთოთ ტელეფონი და ფოსტაშიც ხშირ-ხშირად შეიხედეთ. მიიღებთ საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც გამარჯვების მიღწევაში დაგეხმარებათ.
ქალწული: თანამოაზრეებთან ერთად შეთანხმებულად იმუშავეთ. მიიღებთ ფულს ადრე შესრულებული საქმისგან. ნუ ეცდებით საკუთარი აზრის გარშემო მყოფებისთვის მოხვევას.
სასწორი: იყავით მხნე და მიზანმიმართული, რომ უარყოფითმა ემოციებმა არ შეგიშალოთ ხელი გამარჯვებაში. არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. მოიცილეთ უსარგებლო ნივთები.
მორიელი: საქმიანი შეხვედრების დღეა. იყავით დაკვირვებული დეტალებზე მუშაობისას. ყველა საქმე დროულად დაასრულეთ, რომ საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ.
მშვილდოსანი: არავის დაანახვოთ საკუთარი სისუსტე. ფინანსური საკითხები დაკვირვებით მოაგვარეთ. საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ. შეიძლება ან ახალი საქმიანი პარტნიორი შეიძინოთ, ან სასიყვარულო.
თხის რქა: მოერიდეთ სხვებისთვის ჭკუის დარიგებას და კრიტიკულ შენიშვნებს. არაფერი ახალი დღეს არ დაგეგმოთ. უმჯობესია, საქმეები მალე დაასრულოთ და მეტი დრო გაატაროთ შვილებთან ერთად.
მერწყული: გამოცდილი კოლეგების მხარდაჭერა მეტად გაგაძლიერებთ და სასურველის მიღწევაშიც დაგეხმარებათ. საღამო რომანტიკულად გაატარეთ. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ოჯახის წევრებთან.
თევზები: ობიექტურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები. შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ. დაწყვილებულებს - რომანტიკული საღამო.