22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:08-ზე, მთვარე ქალწულშია

მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. აგრეთვე, ქორწინებისა და ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებლია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ.

ვერძი

დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით, რაც დიდად გაგათამამებთ. ეცადეთ, საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინოთ გარშემო მყოფებზე. იყავით კეთილგანწყობილი, კომუნიკაბელური და კორექტული.

კურო

მოერიდეთ ფულის ფლანგვას. ახლო მომავალში მოულოდნელი ხარჯებია მოსალოდნელი. მეტი დრო დაუთმეთ პირადი ნივთების დახარისხებას, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დარეგულირებას.

ტყუპი

შესანიშნავი მომენტია იმ მეგობართან კომუნიკაციისთვის, რომელთანაც დიდი ხანია არ გქონიათ ურთიერთობა. ასევე დღე შესაფერისია ოჯახური შეკრებებისა და ნათესავებთან კომუნიკაციისთვის.

კირჩხიბი

თქვენს სახლს დიდი ხანია სჭირდება მზრუნველობა. დაალაგეთ, გააკეთეთ მცირე რემონტი. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მდგომარეობას.

ლომი

დღეს ნაცნობს უნდა დაეხმაროთ; იყავით მზრუნველი, მაგრამ არა საკუთარი საქმეების დაზიანების ხარჯზე. საღამოს გამონახეთ დრო პასიური დასვენებისთვის. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.

ქალწული

კარგი დღეა დასვენების დაგეგმვისთვის. შეგიძლიათ აირჩიოთ საუკეთესო ვარიანტი ყველაზე ხელსაყრელ ფასად. საღამოს აუცილებლად გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე - ეს ხელს შეუწყობს მშვიდ ძილს.

სასწორი

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ჰარმონიული დღეა. წადით ბუნებაში, კინოში, გაისეირნეთ, ეწვიეთ მეგობრებს... უბრალოდ ფრთხილად იყავით ალკოჰოლთან.

მორიელი

დაელოდეთ მნიშვნელოვან სიახლეებს! ღირებული ინფორმაცია შეიძლება მიიღოთ ყველაზე მოულოდნელი წყაროდან. საღამოს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ახლობლებს.

მშვილდოსანი

გაფრთხილდით, ნუ გახდებით ტყუილის, აფერის მსხვერპლი. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც საქმიან, ასევე პირად სფეროებს. ამიტომ, არავის სიტყვას არ უნდა ენდოთ და შეამოწმეთ მიღებული ინფორმაცია.

თხის რქა

დღე ხელსაყრელია შოპინგისა და სასიამოვნო შეხვედრებისთვის. მოგიწევთ საყვარელი ადამიანების განებივრება. მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა.

მერწყული

არ გადახედოთ წარსულის წარუმატებლობას და ნუ გაკიცხავთ საკუთარ თავს შეცდომების გამო. ეს მდგომარეობა არა მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე, არამედ გააუარესებს ურთიერთობას საყვარელ ადამიანებთან.

თევზები

მოძებნეთ არაჩვეულებრივი გზები პრობლემის გადასაჭრელად, რომელსაც ტრადიციული მეთოდები ვერ უმკლავდება. ხოლო თუ საკუთარმა ფანტაზიამ გიღალატათ, რჩევა ჰკითხეთ მათ, ვინც ყოველთვის გამოირჩეოდა ორიგინალური აზროვნებით.