კურო
გაფრთხილდით, შეიძლება არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა თავიანთი საქმეებისთვის გამოგიყენონ ან გარშემო მყოფებმა ინტრიგებში გაგხვიონ. მაქსიმალურად მოერიდეთ უცხოებთან კონტაქტს და არავის ენდოთ.
ტყუპი
კარგი დღეა დოკუმენტებთან სამუშაოდ. აგრეთვე სამწერლო და ჟურნალისტიკური საქმიანობისთვის. გაგიადვილდებათ მიმოწერა. ნუ დაკარგავთ დღევანდელ დღე უქმად.
კირჩხიბი
დღეს იმაზე მეტი საქმის მოგვარება მოგიწევთ, ვიდრე ვარაუდობდით. ეცადეთ, გვერდით ისეთი ადამიანი გყავდეთ, ვინც შესრულებულ სამუშაოს გადაამოწმებს და შეცდომის დაშვების საშუალებას არ მოგცემთ.
ლომი
ნუ ინერვიულებთ ყოველივე წვრილმანზე. რაც მოსახდენია ის ისედაც მოხდება. გამონახეთ დრო, გათავისუფლდით ძველი ნივთებისგან. დაასრულეთ დაწყებული საქმეები.
ქალწული
დღეს მეტად ყურადებით უნდა იმოქმედოთ, ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი, ეცადეთ მეტად დიპლომატიური იყოთ. ამასთანავე, გვერიდით ისეთი ადამიანი გჭირდებათ, ვინც თან დაგეხმარებათ და თან რჩევებსაც მოგცემთ.
სასწორი
მოაწესრიგეთ საბანკო, იურიდიული დოკუმენტები. შეიძლება ზოგიერთ საკითხზე საკუთარი მოსაზრების ღიად დაფიქსირება ან საკუთარი უფლებების დაცვამ მოგიწიოთ. მშვიდად იყავით, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება.
მორიელი
ნუ ჩაერევით გარშემო მყოფებთა საქმეებში. მომავალი საინტერესო მოვლენებით იქნება აღსავსე. ამიტომ, დააგროვეთ ინფორმაციები, ენერგია და ახალი საქმის, ურთიერთობის დაწყებისთვის მოემზადეთ.
მშვილდოსანი
რომანტიკული მოვლენების გამო სამსახურს საქმეები მეორეხარისხოვანი გახდება. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა ელით. შეყვარებულები კი ერთად გადაწყვეტენ ცხოვრების გაგრძელებას.
თხის რქა
დღეს განსაკუთრებით მგრძნობიარე გახდებით გარშემო მყოფთა ფრაზებისა და გამოთქმებისადმი. ეს შეიძლება დამთხვევა იყოს, ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ და უფრო მეტი, ნუ განაწყენდებით მათზე.
მერწყული
კარგი დღეა საკუთარი იდეების განსახორციელებლად. მაგრამ არც არავის გაუმხილოთ თქვენი გეგმები და არც არავინ ჩაახედოთ საქმეებში. როცა ყველაფერს მიაღწევთ, მაშინ გაახარეთ ახლობლები თქვენი წარმატებით.
თევზები
კარგი დღეა საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად, ბინის მოსაწყობად, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დასარეგულირებლად. აგრეთვე, გაგიადვილდებათ გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა, საერთო საქმის წამოწყება.