ავტორი:

22 ივლისის ჰოროსკოპი: ისწავლეთ შეცდომებზე და ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას

22 ივლისის ჰოროსკოპი: ისწავლეთ შეცდომებზე და ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას

რთული, თუმცა საკმაოდ საინტერესო დღე გველოდება. გახსოვდეთ: სწორი პასუხები და გამოსავალი ზედაპირზე არ დევს. სიტუაციაში გასარკვევად დრო და მოთმინება დაგჭირდებათ. სხვების ან საკუთარ შეცდომებზე სწავლა დღეს განსაკუთრებით სასარგებლოა.

საღამო ოჯახის წევრებთან ან ახლობლებთან ურთიერთობას დაუთმეთ - ეს კარგი შანსია უთანხმოებების დასავიწყებლად, ურთიერთობების გასამყარებლად და შერიგებისთვის.

ვერძი

ნუ დაგეგმავთ დიდ საქმეებს და ნუ ელოდებით იოლ გამარჯვებებს. ბევრი რამ ისე არ ვითარდება, როგორც გსურთ. მოსალოდნელია უთანხმოება ოჯახის წევრებთან. გარშემომყოფები თქვენ მიმართ იმაზე მეტად კრიტიკულები იქნებიან, ვიდრე ჩვეულებრივ.

კურო

სიფრთხილე გამოიჩინეთ იმ საქმეებში, რომელთა დაწყებასაც ახლა გეგმავთ. ნუ მოექცევით იმ ადამიანების გავლენის ქვეშ, რომლებიც აგრესიულად ან კრიტიკულად არიან განწყობილნი. ვიღაც შეეცდება, თქვენი იდეები თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს.

ტყუპები

მნიშვნელოვანი საქმეები და სერიოზული საკითხების განხილვა სამომავლოდ გადადეთ - ახლა არახელსაყრელი პერიოდია. არსებობს რისკი, რომ პრიორიტეტები არასწორად დაალაგოთ და ენდოთ მათ, ვინც ამას საერთოდ არ იმსახურებს.

კირჩხიბი

დღე ცუდი არ არის, თუმცა შეგიძლიათ თავად გააფუჭოთ, თუ გარშემომყოფებთან კამათს დაიწყებთ. კონფლიქტის მიზეზი ხშირად გაჩნდება. განსაკუთრებით გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა მათთან, ვისაც ადრე ნახევარი სიტყვითაც კი ესმოდა თქვენი.

ლომი

შეეცადეთ, ნებისმიერი დიალოგი კონსტრუქციულად წარმართოთ. ეს აგაცილებთ წყენას და დაგეხმარებათ გამოსავლის პოვნაში. ყველაზე დაძაბულ მომენტებში იუმორის გრძნობა გადაგარჩენთ, რაც ახალ ადამიანებთან დაახლოებაშიც დაგეხმარებათ.

ქალწული

სიმშვიდის შენარჩუნება ადვილი არ იქნება, თუმცა აუცილებელია. საკმარისია წამით დაკარგოთ წონასწორობა, რომ შეცდომას შეცდომაზე დაუშვებთ. მოერიდეთ ცარიელ საუბრებსა და ხანგრძლივ დავას. ახლა ემოციური მხარდაჭერა ძალიან გჭირდებათ.

სასწორი

დღეს მოვლენების რეალურად აღქმა გიჭირთ. გჯერათ იმის, რაც გინდათ, რომ იყოს, ამით კი საკუთარ თავსაც ურევთ გზა-კვალს და სხვებსაც. ყურადღება მიაქციეთ: დღევანდელი მოვლენები ძალიან ჰგავს წარსულს — ნუ გაიმეორებთ ძველ შეცდომებს.

მორიელი

დღეს უცნობმა ადამიანებმაც კი შეიძლება მოგიტანონ სიხარული. ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლები შეძლებენ, თავიანთი საქმიანობა ახალ დონეზე აიყვანონ. საღამოს მოსალოდნელია პატარა, თუმცა ძალიან სასიამოვნო საჩუქრები.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა კომუნიკაციისთვის. მიიღებთ მხარდაჭერას, რომელსაც არც კი ელოდით. გამორიცხული არ არის, სწორედ ამით მოგვარდეს პრობლემები, რომლებიც დიდხანს მოსვენებას არ გაძლევდით. სასარგებლოა ხალხმრავალ ღონისძიებებზე დასწრებაც.

თხის რქა

ყველაფერი წარმატებით ვითარდება. ინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რაც ახლა მთავარი პირობაა დასახული მიზნების მისაღწევად. კარგად ჩაივლის მგზავრობა და მოგზაურობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის წინასწარ დაგეგმილი არ იყო. გზად საინტერესო ადამიანებს შეხვდებით.

მერწყული

გაგიჭირდებათ ემოციური წონასწორობის შენარჩუნება და წვრილმანებზე ნერვიულობა. ზუსტად იცით, რა გსურთ, თუმცა მიზნისკენ მიმავალ სწორ გზას ეგრევე ვერ მიაგნებთ. შეცდომის დაშვების გამო ხელი ნუ ჩაიქნევთ.

თევზები

სულ პატარა მიზეზის გამოც კი კარგავთ სულიერ წონასწორობას. გარშემომყოფებს უჭირთ თქვენთან ურთიერთობა და ბევრი უბრალოდ დისტანცირებას ამჯობინებს. საკუთარ ემოციებში გარკვევა გიჭირთ, თუმცა სიტუაცია გამოსწორდება, როგორც კი ხელში აიყვანთ საკუთარ თავს.