22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე თხის რქას ესტუმრება 03:08-ზე

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად, ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად; ქორწინებისა და ნიშნობისთვის. ეს ის დღეა, როცა აკრძალული არაა არც ერთი პროდუქტის მიღება. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი. მიირთვით ახალმომზადებული კერძი.

ვერძი

გაატარეთ დღე დასვენებაში, აკეთეთ ის, რაც მოგწონთ და რაც გეხმარებათ განწყობის ამაღლებაში. ვარსკვლავები მარტოხელა ვერძს ურჩევენ, წავიდნენ ხმაურიან, ხალხმრავალ ადგილას, გაიცნოთ და ისაუბროთ.

კურო

ზოგიერთი გადაუდებელი ვალდებულება ხელს შეგიშლით მშვიდი და მოდუნებული დღის გატარებაში. არ არის საჭირო თქვენი აზრის მტკიცება, კამათი. უმჯობესია ნაკლები ისაუბროთ. აკონტროლეთ თქვენი ემოციები, რათა არ გააფუჭოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან 22 ივნისს.

ტყუპი

დღეს დიდი დრო უნდა დაუთმოთ საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური საკითხების გადაჭრას. სასარგებლოა დღის გეგმის შედგენა, რათა ყველაფერი გააკეთოთ და საღამოსთვის ენერგია გქონდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, დაფიქრდეთ მომავალზე.

კირჩხიბი

გაატარეთ დღე ისე, როგორც თქვენთვის შესაფერისია. შეგიძლიათ გამოიძინოთ, დაკავდეთ საყვარელი საქმით, ჰობით ან წახვიდეთ მხიარულ წვეულებაზე. გაუკეთეთ საჩუქარი საკუთარ თავს და რთული კვირის შემდეგ, დაისვენეთ. სასარგებლოა ბუნებაში გასეირნება.

ლომი

კარგი დღეა დაგეგმვისა და მიზნების დასახვისთვის. იყავით უფრო რეალისტები, ნუ დაუსახავთ საკუთარ თავს შეუძლებელ ან შრომატევად ამოცანებს. შემთხვევით შეურაცხყოფა რომ არ მიაყენოთ საყვარელ ადამიანს, აკონტროლეთ სიტყვები და უფრო თავშეკავებულები იყავით.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, უპირატესობა მიანიჭოთ მარტივ და სასიამოვნო აქტივობებს, გადადოთ ფიზიკური აქტივობა ან რაიმე რთული ინტელექტუალური საკითხი. გაატარეთ დღე კომფორტულად და მოდუნებულად, ისიამოვნეთ დასვენების დღით.

სასწორი

უმჯობესია 22 ივნისი სახლში გაატაროთ, მსუბუქი საშინაო საქმეები შეასრულოთ. მომავლის დაგეგმვისას ბევრს ნუ ელოდებით, დაისახეთ რეალისტური მიზნები. შეიძლება იყოს სიურპრიზები ნათესავებთან ან მეგობრებთან დაკავშირებით, რომლებიც საჭიროებენ თქვენს მონაწილეობას.

მორიელი

ემოციურად დაძაბული დღეა, შეიძლება საყვარელ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენოთ მკაცრი სიტყვით ან შენიშვნით. მიზანშეწონილია შეზღუდოთ თქვენი ურთიერთქმედება და გაატაროთ დრო მარტომ. გააკეთეთ ის საქმე ან ჰობი, რაც მოგწონთ. ეს საშუალებას მოგცემთ გადატვირთოთ და აღადგინოთ სიმშვიდე.

მშვილდოსანი

დღეს ბევრი საშინაო საქმე და პასუხისმგებლობა გაქვთ, ასე რომ ნუ დაკარგავთ დროს საუბარში, გართობაში. შეეცადეთ ყველაფერი საღამომდე დაასრულოთ, შემდეგ კი სრულად დაისვენოთ და აღიდგინოთ ძალა. არ უნდა დატოვოთ სახლი ან მოიწვიოთ ხმაურიანი სტუმრები. მარტოობა დაგეხმარებათ ენერგიის შევსებაში.

თხის რქა

კომფორტული დღის გასატარებლად დღეს დარჩით სახლში, წაიკითხეთ წიგნი, უყურეთ საყვარელ სერიალს. 22 ივნისს საოჯახო საქმეების შესრულება დაგღლი. შეგიძლიათ ლანჩისთვის რაიმე განსაკუთრებული მოამზადოთ, საყვარელ ადამიანებთან ერთად განიხილოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

მერწყული

პლანეტების პოზიცია ახლა ისეთია, რომ საყვარელ ადამიანებთანაც კი გიჭირთ ურთიერთობა. ამიტომ, ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი დრო გაატაროთ მარტოობაში და დაისვენოთ ყველა პრობლემისგან. საღამოსთვის სიტუაცია ოდნავ გამოსწორდება და ახლო მეგობრებთან შეხვედრას შეძლებთ.

თევზები

თქვენი ხიბლი დღეს უმაღლეს დონეზეა. შეგიძლიათ მოხიბლოთ ვინმე და მოიგოთ ყველაზე ნეგატიური ადამიანის გული. თუმცა მეტი ტაქტი გჭირდებათ და აკონტროლეთ სიტყვები. დღეს დიდია იმის შანსი, რომ ვინმე მკვეთრი ან სარკასტული შენიშვნით გაანაწყენოთ.