ორშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 06:08-ზე, მთვარე 07:30-დან კირჩხიბშია
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. ამ დღის რთული ორგანოა კუჭი. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიიღებთ ალკოჰოლს, სიგარეტს; არ გირჩევთ კუჭის გადატვირთვას.
ვერძი
გაზრდილი ემოციური ფონი დამახასიათებელი იქნება ამ დღისთვის. კამათში ან საუბარში შეეცადეთ გამოიჩინოთ თავშეკავება, ისაუბრეთ ფაქტებზე დაყრდნობით. დაგროვილი სტრესის მოხსნა შესაძლებელია ვარჯიშით ან სირბილით. საღამო ახლო ადამიანების გვერდით გაატარეთ.
კურო
დღეს თქვენი განწყობა სწრაფად შეიცვლება - პირქუშიდან მხიარულებამდე და უკან. შესაძლოა ახლობლებთან ურთიერთგაგების პრობლემები იყოს. ფიზიკური აქტივობა ხელს შეუწყობს სტრესის მოხსნას და განწყობის გაუმჯობესებას.
ტყუპი
შეუპოვრობა და მიზანდასახულობა დაგეხმარებათ მაღალი შედეგების მიღწევაში. თუ საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდებით, კონცენტრირდებით დეტალებზე, მაშინ ის საუკეთესოდ შესრულდება. განწყობა დღითი დღე გაგიუმჯობსდებათ, მზე უკვე თქვენს ნიშანშია.
კირჩხიბი
დაგროვილი სტრესის გამო შესაძლოა დილით თქვენი ჯანმრთელობა გაუარესდეს. დღეს არ არის რეკომენდებული ბიზნესში ზედმეტად აქტიურობა ან დამატებითი პასუხისმგებლობის აღება. მოერიდეთ ყოველგვარ ექსცესებს, ტყუილად ნუ დაკარგავთ ფულს. ასევე, ნუ ეცდებით საყვარელი ადამიანებისგან რაიმეს დამალვას. უმჯობესია, დღეს დაისვენოთ და იზრუნოთ სულიერი სიმშვიდის აღდგენაზე.
ლომი
დიდია შეცდომის ან მოტყუების ალბათობა. ვარსკვლავები გირჩევენ, გადაამოწმოთ ყველა ფაქტი და არ ენდოთ უცნობ ადამიანებს. სამუშაო დღე ხანგრძლივი და დაძაბული იქნება. მოგიწევთ დამატებითი პასუხისმგებლობის აღება. დღეს მიღებული შემოთავაზებები დაკვირვებულ განხილვას მოითხოვს.
ქალწული
სიმტკიცე და შეუპოვრობა ყველა სირთულის გადალახვაში და მიზნების მიღწევაში დაეხმარებათ. იყავით მიზანმიმართული, არ დანებდეთ, თუნდაც ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც ელოდით. ნუ მისცემთ სხვებს თქვენით მანიპულირების უფლებას ან თქვენს პირად სივრცეში შემოჭრის.
სასწორი
დღეს შეგიძლიათ უსაფრთხოდ ისაუბროთ თქვენს გრძნობებზე ან ღიად განიხილოთ პირადი პრობლემები საყვარელ ადამიანთან. შემოქმედებით სფეროში ან ხელოვნებაშიც კარგად გამოვა საქმე. რუტინული სამუშაო დაეხმარებათ გაუმკლავდეთ ემოციებს, რაც გადაიტანს ყურადღებას ზედმეტი ფიქრებისგან.
მორიელი
თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ახლოვდება, რისთვისაც მზად უნდა იყოთ. არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობები, დღესვე განსაზღვრეთ თქვენი მთავარი მიზნები. დღის დაგეგმვა და მკაფიო განრიგი დაგეხმარებათ მთავარზე ფოკუსირებასა და მიზნების მიღწევაში.
მშვილდოსანი
გაზრდილი ემოციური ფონი დამახასიათებელი იქნება ამ დღისთვის. შეიძლება განიცადოთ გარკვეული ნერვიულობა და შფოთვა. შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, მეტად დაისვენოთ, დაკავდეთ სპორტით. საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა თავს უფრო თავდაჯერებულად გაგრძნობინებთ.
თხის რქა
გარშემო მყოფებზე ზედმეტმა ზეწოლამ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტური სიტუაციები. უმჯობესია მოიქცეთ უფრო რბილად და ნაზად, კომპლიმენტებითა და ხუმრობით. თქვენს ახლობლებს ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ. სტრესის შესამცირებლად მიმართეთ ფიზიკურ აქტივობას.
მერწყული
მაღალი ემოციურობის გამო ურთიერთობის გაფუჭების ალბათობა იმატებს. ჩხუბის თავიდან ასაცილებლად, დაკავდით საქმით, მოაგვარეთ სერიოზული საკითხები. უფრო მეტად ესაუბრეთ თქვენს გრძნობებზე საყვარელ ადამიანს, შეეცადეთ იყოთ მეტად პოზიტიური. დღე გამოდგება ბინის დასუფთავებისა და ნივთების მოსაწესრიგებლად.
თევზები
ფოკუსირება მოახდინეთ სამუშაოზე, თქვენი ვალდებულებების შესრულებაზე, ამით შეიძლება თავიდან აიცილოთ კონფლიქტები გარშემო მყოფებთან. თქვენი ჩვეული ქცევის შეცვლა დაგეხმარებათ უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი. ინტუიცია დაგეხმარებათ ყველაზე სწორი პასუხის მიღებაში, მოუსმინეთ მას რთულ სიტუაციაში.