კურო
კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და სამომავლო გეგმების განსახილველად. თუ მის დარწმუნებას შეძლებთ, მატერიალური მდგომარეობაც გაგიუმჯობესდებათ და კარიერულ წარმატებასაც მიაღწევთ.
ტყუპი
მოერიდეთ ფულის ფლანგვას, გარშემო მყოფებთან დაპირისპირებას. კარგი დღეა საოჯახო და სამსახურებრივი საქმეების დასასრულებლად. თუ თავად ვერ უმკლავდებით, გამოცდილი მეგობარი დაიხმარეთ.
კირჩხიბი
კარგი დღეა პირადი ურთიერთობების მოსაგვარებლად. თუ სურვილი და საშუალება გექნებათ, საყვარელი ადამიანი შეგიძლიათ სიურპრიზით ან მცირე საჩუქრით გაანებივროთ.
ლომი
მეტი ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფთა კრიტიკას. ეცადეთ გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები. ახალი საქმეების წამოწყებამდე კონსულტაცია პროფესიონალებთან გაიარეთ.
ქალწული
კარგ შედეგებს მიაღწევთ სამსახურებრივ საქმეებში. მთავარია, არ მოცდეთ უაზრო საუბრებსა და ნაკლები ყურადღება მიაქციოთ კრიტიკას. მოერიდეთ ფულის ფლანგვას.
სასწორი
თუ დღეს გარშემო მყოფთა გამხიარულებას გადაწყვეტთ, ეცადეთ, თქვენმა იუმორმა გული არავის ატკინოს, თორემ მეგობრული ურთიერთობა შეიძლება დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
მორიელი
გამონახეთ დრო და ახლობლებსა და მეგობრებს შეუსრულეთ დანაპირები. კარგი დღეა მივიწყებული საქმეების, დაწყებულების შესასრულებლად.
მშვილდოსანი
პირადი ან სამსახურებრივი საქმეების მოსაგვრებლად შეიძლება ქალაქგარეთ მოგიწიოთ გამგზავრებამ. მოერიდეთ უცხოებთან საკუთარ გეგმებსა და იდეებზე საუბარს და გაუფრთხილდით საფულეს.
თხის რქა
თუ თავად გარშემო მყოფების მიმართ მზრუნველი და მოსიყვარულე ხართ, მათგანაც საპასუხო რეაქციას ელოდეთ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თუ პარნიორის შენარჩუნება გსურთ, იბრძოლეთ თუ არადა, მიუშვით სიტუაცია ნებაზე.
მერწყული
დღეს ან ვალს დაგიბრუნებენ ან, წარსულში შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას მიიღებთ. ეცადეთ ფული დღესვე არ დახარჯოთ და მომავლში სასიამოვნო საქმეში დააბანდოთ.
თევზები
ეცადეთ რთულ სიტუაციაში გადაწყვეტილება ახლობლებთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღოთ. მოერიდეთ ფულის ხარჯვას, ვალის გაცემას. მეტი ყურადღება მიაქციეთ ძილისა და კვების რეჟიმს.