ისტორიული წყაროების მიხედვით, მაისის თვე ძველბერძნული ქალღმერთის – მაიას სახელს უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ ნაყოფიერების, ქალურობისა და შვილიერების სიმბოლოდ ითვლებოდა ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე, ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც... და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესატყვისება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.
22 მაისს დაბადებული ადამიანები, გასაოცარი შრომისუნარიანობითა და ოპტიმისტური ხასიათით გამოირჩევიან. მათ როგორც წესი, მრავალმხრივი ინტერესები გააჩნიათ და ხშირად, რამდენიმე სფეროშიც კი მოღვაწეობენ ერთდროულად. კარგი ორგანიზატორული ნიჭისა და კრეატიული აზროვნების გამო, ხშირად უწევთ მთელი თავიანთი დრო და რესურსი სამსახურს დაუთმონ; რის გამოც, დრო აღარ რჩებათ პირადი ცხოვრების დასალაგებლად.