კურო
მოემზადეთ იმისთვის, რომ დღეს სხვების საქმეებიც თქვენი მოსაგვარებელი გახდება. ეცადეთ, არ დააიგნოროთ ისინი. დღეს შეხვდებით ადამიანს, რომელიც ცხოვრებას გაგილამაზებთ.
ტყუპი
რომანტიკულ შეხვედრებსა და სასიყვარულო თავგადასავლებზე ფიქრი დილიდან აგეკვიატებათ. საბედნიეროდ, ვარსკვლავები სიურპრიზს გიმზადებენ. მთავარია, მზად იყოთ მის მისაღებად.
კირჩხიბი
ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ. ეცადეთ, თქვენი კეთილგანწყობით არავინ ისარგებლოს და ბინძურ ავანტიურაში არ ჩაგითრიოთ. ნურავის ენდობით, ყველაფერი გადაამოწმეთ.
ლომი
საზღვარგარეთიდან სასიამოვნო ცნობებს შეიტყობთ, მაგრამ დილემის წინაშეც აღმოჩნდებით. მაცდური წინადადების გავლენით შეცვალოთ ყველაფერი თუ ისევ ისე ძველებურად დატოვოთ.
ქალწული
დღის ძირითადი საზრუნავი: ოჯახთან, ნათესავებსა და ბინასთან დაკავშირებული საკითების მოგვარებაა. ჩამოწეროთ შესასრულებელი საქმეების სია და იმოქმედეთ.
სასწორი
გაგიუმჯობესდებათ სასიყვარულო ურთიერთობა. დღეს ის დღეა, როცა თქვენი რჩეული თქვენ მიმართ ინტერესს გამოიჩენს და ეცადეთ, არც დააფრთხოთ იგი ზედმეტი მზრუნველობით არც ცივად არ შეხვდეთ.
მორიელი
ცხოვრების რადიკალურად შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ სანამ რაიმეს მოიმოქმედებდეთ, ყველა ნაბიჯი კარგად აწონ–დაწონეთ და ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან.
მშვილდოსანი
ოპტიმისტურ განწყობაზე ხართ; ნებისმიერ საქმეს დიდი ენთუზიაზმით ეკიდებით. ეცადეთ, პოზიტიური განწყობა კეთილი საქმეების შესრულებას მოახმაროთ.
თხის რქა
ახლობლებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით, მაგრამ ჯერ კარგად გაიაზრეთ რის შესრულებას გთხოვენ და შემდეგ იმოქმედეთ.
მერწყული
ეცადეთ, ნაკლები ყურადღება მიაქციოთ გარშემო მყოფთა კრიტიკას. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი პასუხის გაცემისგან და მშვიდად გამოასწორეთ სიტუაცია.
თევზები
უნიკალური შანსი გეძლევათ არჩევანი გააკეთოთ კარგსა და ძალიან კარგს შორის. სწრაფად და დაკვირვებულად იმოქმედეთ და სხვების აზრს კი ნუ გაითვალისწინებთ, არამედ, გულისკარნახით იმოქმედეთ.