22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ყველა მნიშვნელოვანი საქმე მომავალი კვირისთვის გადადეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ოჯახსა და საყვარელ ადამიანს. ახალ ნაცნობებზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ.

ტყუპი

მუშაობისას ნუ აჩქარედებით. მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. დააკვირდით ახალნაცნობებს. შესაძლოა სწორედ მათთან ერთად განახორციელოთ ახალი იდეები. ნუ გაამწვავებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან.

კირჩხიბი

დღეს სამსახურის საქმეებისგან დაგასვენებენ და შეძლებთ დრო საკუთარ თავსა და ოჯახს დაუთმოთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჩაცმულობას, ფიზიკურ მდგომარეობას. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

ლომი

პირად ცხოვრებაში გაურკვევლობა, სამსახურებრივ საქმეებშიც შეგაფერხებთ. დღეს ისეთ ინფორმაციას მიიღებთ, რომელიც ყველა გეგმას თავდაყირა დაგიყენებთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.

ქალწული

ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ნუ წამოიწყებთ დიდხნიან საქმეებს. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. გაფრთხილდით, რომანტიკულმა განწყობამ ახალ ნაცნობებთან გამოუსწორებელი შეცდომები არ დაგაშვებინოთ.

სასწორი

ყურადღებით იმუშავეთ, რათა შეცდომების გამოსწორებაზე დრო არ დაკარგოთ. კარგი დღეა სტომატოლოგთან ვიზიტისთვის. ყურადღება მიაქციეთ ქოთნის ყვავილებს. ანგარიში გაუწიეთ პარტნიორის გრძნობებს.

მორიელი

საქმეები კარგად მიგდით, აჩქარებით შეიძლება ყველაფერი გააფუჭოთ. დაუკვირდით საკუთარ შეგრძნებებს, გარშემო იგივე ხალხი გყავთ, მაგრამ თქვენი დამოკიდებულება იცვლება მათ მიმართ. კარგი დღეა სტილის, ინტერიერის შესაცვლელად.

მშვილდოსანი

დაასრულეთ დღევანდელი საქმეები და დაგეგმეთ მომავალი კვირა. ენერგიასა და დროს უაზრო საქმეებზე ნუ დახარჯავთ. ყურადღება მიაქციეთ კვების საკითხს. მოიმარაგეთ პროდუქტები, მოამზადეთ საოჯახო სადილი.

თხის რქა

არავის გაუმხილოთ საკუთარი გეგმები. დღე მშვიდად გაატარეთ. მოერიდეთ კონფლიქტებს ახლობლებთან. მიირთვით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები და გამოიძინეთ.

მერწყული

მოერიდეთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, დასკვნების გამოტანას, შეიძლება იმედი გაგიცრუვდეთ. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. დაგეგმეთ მომავალი კვირის საქმეები.

თევზები

დღეს ძირითადად გარშემო მყოფებზე მოგიწევთ ზრუნვა. სამსახურის საქმეებში წარმატება გელით, თუ გვერდით ისეთი ადამიანი გეყოლებათ, ვინც შეცდომებისგან დაგიცავთ. ყურადღება მიაქციეთ გარეგნობასა და ჯანმრთელობას.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით