კურო
მოერიდეთ კონფლიქტს ადამიანთან, ვისაც ჭორების გავრცელება და ინტრიგების ხლართვა ახასიათებს. უფრო მეტიც, მოერიდეთ მისთვის საიდუმლოს გამხელას.
ტყუპი
დღეს დამოუკიდებლად შეძლებთ პრობლემებთან გამკლავებას, კოლეგებისა და ახლობლების დახმარებას და ამით გარშემო მყოფების პატივისცემას დაიმსახურებთ.
კირჩხიბი
თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვლება, თუ საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად თბილი და ყურადღებიანი იქნებით.
ლომი
მაქსიმალურად ეცადეთ არ გაართულოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. იყავით მეტად ლოიალური მათ მიმართ; დაეხმარეთ საქმეების მოგვარებაში.
ქალწული
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. აგრეთვე, ოჯახური ბიუჯეტის გადასახედად, ზედმეტი ხარჯის შესამცირებლად.
სასწორი
მაქსიმალურად მოერიდეთ თქვენ მიმართ უარყოფითად განწყობილ ადამიანებს. გაილამაზეთ ეს დღე ლამაზი ნივთებით, შეგიძლიათ საკუთარ თავს საჩუქრებიც უყიდოთ.
მორიელი
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის. გავლენიან ადამიანებთან შესახვედრად და მათი სიმპათიის მოსაპოვებლად. აი, საყვარელი ადამიანის კეთილგანწყობა რომ დაიმსახუროთ, გარჯა მოგიწევთ.
მშვილდოსანი
საუკეთესოდ შესრულებული სამუშაოსთვის კოლეგებისა და უფროსის შექებას დაიმსახურებთ. ეცადეთ, ძალიან არ გაგათამამოთ გამარჯვებამ და რაც მთავარია, შეინარჩუნოთ წარმატება.
თხის რქა
წარმატებული დღეა, სამსახურისა და პირადი საქმეების მოსაგვარებლად. საღამოს კი მეგობრებთან შეხვედრა და მხიარულება გელით.
მერწყული
კარგი დღეა იდეების რეალიზებისთვის, საქმეების დასაწყებად, ახალი თანამდებობის დასაკავებლად, მაგრამ მოწინააღმდეგეები და კონკურენტებიც მოგიმრავლდებიან.
თევზები
კარგი დღეა პირადი საკითხების მოსაგვარებლად. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი სითბო და ყურადღება გამოიჩინეთ და მის გულს ადვილად დაიპყრობთ.