22 სექტემბერს მზე სასწორის ზოდიაქოში გადაინაცვლებს - ასტროლოგ რამაზ გიგაურის რეკომენდაცია

22 სექტემბერს მზე სასწორის ზოდიაქოში გადაინაცვლებს - ასტროლოგ რამაზ გიგაურის რეკომენდაცია

22 სექტემბერს (თბილისის დროით 22:19 საათზე) მზე სასწორის ზოდიაქოში გადაინაცვლებს. დადგება შემოდგომის ბუნიაობა (ჩრდილოეთ ნახევარსფეროში).

ეს წლის ერთ-ერთი „კარიბჭეა“ და ეზოტერიკულად უკავშირდება არა მხოლოდ შრომის ნაყოფის მიღებას (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით), არამედ ზედმეტისგან გათავისუფლებასაც („რა და ვინ მიშლის ხელს ჰარმონიულად ყოფნაში?“).

სასწორი სიმბოლურად წარმოადგენს დაისს, მზის ჩასვლას, რასაც მოსდევს „შუაღამე“ (ზამთრის მზებუდობა), ამიტომ ადამიანმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:

* არის თუ არა ჰარმონიაა ჩემში?

* რამდენად გაწონასწორებული ვარ?

* ვინ არის ჩემი ალტერ-ეგო („სხვა მე“)?

* რამდენად ჰარმონიული ვარ ჩემი პარტნიორთან?

* რამდენად ჰარმონიულ სოციუმში ვიმყოფები?

* რამდენად სამართლიანი ვარ „გარეთ“ (სხვებთან) და „შიგნით“ (ჩემს თავთან)?

* რა შემიძლია შევცვალო ჩემში, რომ უფრო მშვიდი, გაწონასწორებული და ჰარმონიული გავხდე?

* როგორ შემიძლია დავეხმარო ჩემს პარტნიორს?

* რა შემიძლია გავაკეთო იმ სოციუმის განვითარებისთვის, სადაც ცხოვრება მიხდება?

ეს და მსგავსი კითხვები უკავშირდება ამ დღეს.

გისურვებთ წარმატებულ თვითრეფლექსიას!

დაბოლოს, რა თქმა უნდა გილოცავთ ხვალინდელ დღეს სასწორის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს! რა თქმა უნდა, მთვარით, ასცენდენტით და სტელიუმით სასწორებსაც.