22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 20:31-ზე, მთვარე ტყუპში გადაბრძანდება 14:29-ზე

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება მეგობრობის დღე ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით.

ვერძი

შესანიშნავი დღეა ახალი საინტერესო საქმიანობისთვის, ექსპერიმენტებისა და სწავლისთვის. არ ინერვიულოთ, თუ პირველ ჯერზე არ გამოვა ჩანაფიქრი. ყურადღება ერთ რამეზე გაამახვილეთ, ნუ გაფანტავთ ენერგიას რამდენიმე საკითხზე ერთდროულად.

კურო

დღეს არის შანსი, გაერკვეთ სიმართლეში, იპოვოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. მოუსმინეთ თქვენს გარშემო არსებულ საუბრებს, არ გამოტოვოთ საჭირო ინფორმაცია. რთული ან დაძაბული ურთიერთობები შესაძლოა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს 22 სექტემბერს. საღამო მშვიდად გაატარეთ სახლში.

ტყუპი

ეს შესაფერისი დღეა, რომ გაანალიზოთ შესრულებული სამუშაო, გამოიტანოთ დასკვნები და დააჯილდოოთ საკუთარი თავი შესანიშნავი შედეგებისთვის. იყიდეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, წადით კარგ რესტორანში, გაერთეთ და გაახალისდით. საღამოს ეცადეთ დაისვენოთ და კარგად გამოიძინოთ.

კირჩხიბი

დღეს არ უნდა გააკეთოთ ისეთი რამ, რაც კრეატიულობას ან ფანტაზიას მოითხოვს. უყურეთ რა ხდება თქვენ ირგვლივ: ვარსკვლავები დარწმუნებულები არიან, რომ თქვენ ხედავთ ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც გაიხსნა, რომლებიც უნდა გამოიყენოთ თქვენს სასარგებლოდ. ირგვლივ ვიღაცამ შეიძლება იმედი გაგიცრუოთ.

ლომი

დღეს რთული საკითხები უნდა მოაგვაროთ და რთული სიტუაციებიდან გამოსავალი მოძებნოთ. მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს, ყველა პასუხი კარგად უნდა იყოს გააზრებული და აწონილი. სხვის ჭკუას ნუ აჰყვებით.

ქალწული

დილიდანვე მოგიწევთ საკითხების მოგვარება და რთული სიტუაციებიდან თავის დაღწევა. საყვარელ ადამიანებთან კამათში არ უნდა შეხვიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზულ კონფლიქტს დაიწყებთ და ურთიერთობას გაანადგურებთ. საღამოს შესაძლებელია სასიამოვნო სიურპრიზები.

სასწორი

არ გაუშვათ ხელიდან ის კარგი შანსები და შესაძლებლობები, რომლებიც დღეს ბედმა მოგიმზადათ. თქვენი ენერგეტიკული დონე დაბალია, ამიტომ დაზოგეთ ენერგია და გადადეთ რთული ან მძიმე სამუშაო სხვა დროისთვის. ისაუბრეთ თქვენს ახალ პროექტებზე ან იდეებზე კოლეგებთან და მოუსმინეთ მათ მოსაზრებებს.

მორიელი

არ არის შესაფერისი დღე საყიდლებისთვის. შესაძლოა ზედმეტი ფული დახარჯოთ არასაჭირო საქმეზე და მალევე ინანოთ. უმჯობესია დრო დაუთმოთ სახლის მოვლა-პატრონობის საკითხებს, ნივთების მოწესრიგებას და დასუფთავებას. თქვენ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ რთულ და უცნობ საქმეებსაც კი.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს საფულე დახუროთ. არსებობს ძალიან ბევრი ფულის დახარჯვის შანსი. იმპულსური ქმედებები უსიამოვნებას გამოიწვევს, გჭირდებათ საკუთარი სურვილების კონტროლი. გაატარეთ დღე ბუნებაში, დაკავდით სპორტით.

თხის რქა

დღეს უნდა ჩართოთ ფულის დაზოგვის რეჟიმი. მალე დაგჭირდებათ დიდი თანხა. გაატარეთ დღე აქტიურად, წადით ბუნებაში მეგობრების ან ოჯახის წევრების გარემოცვაში და დაიმუხტეთ პოზიტივით.

მერწყული

არსებობს შესაძლებლობა, რომ დღეს რაიმე სურვილი აგიხდეთ. ეცადეთ არ აიღოთ ზედმეტი პასუხისმგებლობა ან არ დადოთ დაპირებები: მათი შესრულება რთული იქნება. თუ საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ, დაუთმეთ დრო მასზე ფიქრს და აწონ-დაწონეთ ყველა შესაძლო რისკი.

თევზები

საყვარელი ადამიანების კრიტიკამ ან მკაცრმა შენიშვნებმა შეიძლება გაგიფუჭოთ განწყობა და შეარყიოს თქვენი თავდაჯერებულობა. არ გაღიზიანდეთ და გაბრაზდეთ: მშვიდად უპასუხეთ ყველაფერზე, იგნორირება გაუკეთეთ უსიამოვნებებს. კარგი დღეა მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეების გასაკეთებლად: დღეს იღბალი თქვენს მხარეზეა.