22 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

22 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღეს შეიძლება ახალი მეგობრები და პარტნიორები გაიჩინოთ ან ოჯახის ახალი წევრი შემოგემატოთ. ნათესავები გეწვიონ ან შინაური ცხოვრელები შეიძინოთ. ერთი სიტყვით, დადებით ემოციებით აღსავსე დღე გელით.

ტყუპი

მეგობრებთან შეხვედრა და უცხოეთში მცხოვრებ ახალობლებთან მიმოწერა გელით. შეიძლება მათგან ისეთი შემოთავაზება მიიღოთ, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ.

კირჩხიბი

მოერიდეთ სარისკო საფინანსო ქმედებებს. მაქსიმალური ყურადღება გმართებთ დოკუმენტებზე მუშაობისას. აგრეთვე, ახალგაცნობილებთან მოერიდეთ გულახდილობას.

ლომი

ნებისმიერი საქმე, რომელსაც დღეს დაიწყებთ წარმატებით დასრულდება. აგრეთვე, წარმატებულია საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. დღეს ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ მოგვარდება.

ქალწული

მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება მოგიწევთ. მოსალოდნელია იურისტთან შეხვედრა და უძრავი ქონების საკითხების მოგვარება. შეიძლება სერიოზული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ. აგრეთვე, დღეს ნუ გასცემთ დაპირებებს.

სასწორი

უჩვეულო ადგილას საინტერესო ადამიანთან გელით შეხვედრა. ეს წამიერი ნაცნობობა შეიძლება დიდ გრძნობაში გადაიზარდოს.

მორიელი

დიდი ხნის უნახავ მეგობართან, ნათესავთან შეხვედრა მოგონებებს გაგიღვიძებთ და მთელ დღეს ნოსტალგიურ განწყობაზე გაატარებთ. შეიძლება თავად შეეხმიანოთ ძველ მეგობრებს ან ის ადგილები მოინახულოთ, რომლებთანაც სასიამოვნო მოგონებები გაკავშირებთ.

მშვილდოსანი

კარგი დღეა წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად, ისტორიის შესასწავლად, უძველეს დოკუმენტებზე სამუშაოდ.

თხის რქა

გამოცდილი ადამიანებისგან რჩევის მიღება ნუ მოგერიდებათ. უმჯობესია, სხვათა შეცდომები გაითვალისწინოთ, ვიდრე საკუთარი დაუშვათ.

მერწყული

კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. დღეს შეიძლება განახლდეს ძველი კონტაქტები. კონფერენციაზე გამოსვლა ან სამეცნიერო სამუშაოს დაწყებამ მოგიწიოთ. ყველა თქვენი წამოწყება გრანდიოზული წარმატებით დასრულდება.

თევზები

ფინანსური საკითხების გამო გაუგებრობა და კონფლიქტია მოსალოდნელი. აგრეთვე, თქვენ მიმართ ნეგატიურად განწყობილმა ადამიანმა შეიძლება უმნიშვნელო საკითხზე ნერვები მოგიშალოთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით