კურო
ნუ გაართულებთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან. შეიძლება თქვენგან ზედმეტს ითხოვენ. ეცადეთ, შეათანხმოთ საოჯახო ბიუჯეტი, სექსუალური მოთხოვნები.
ტყუპი
დღეს "შავი დღისთვის" გადადებული თანხის დახარჯვა მოგიწევთ. კარგი დღეა ზამთრისთვის დანაზოგის (მურაბა, კომპოტი, ბოსტნეულის გაყინვა) გასაკეთებლად.
კირჩხიბი
დღეს ყველაზე მზრუნველი ხართ. გული ნუ დაგწყდებათ, თუ თქვენი ზოგიერთი მეგობარი იმედს გაგიცრუებთ. თქვენ თავადაც შეგიძლიათ სხვების დახმარების გარეშე მოქმედება.
ლომი
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს უძრავ ქონებასთან, რემონტთან, ტერიტორიის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ოჯახის წევრებში ავტორიტეტს აიმაღლებთ.
ქალწული
ნუ გაართულებთ ურთიერთობას ნათესავებთან. უსიამოვნება მოსალოდნელია ფინანსური საკითხების გამო. კარგი დღეა პროფესიონალისგან კონსულტაციის მისაღებად.
სასწორი
ეცადეთ, არავის ენდოთ, განსაკუთრებით, როცა საქმე ფულს ეხება. ძვირად ღირებული ნივთების შეძენისას მოითხოვეთ ქვითარი, საგარანტიო დოკუმენტი.
მორიელი
საყვარელი ადამიანის გავლენის ქვეშ ხართ და მისი სურვილის გათვალისწინებით უნდა იმოქმედოთ. იყავით მეტად დამთმობი და მოსიყვარულე.
მშვილდოსანი
მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გამგზავრება და ბუნებაში დასვენება მოგინდებათ. ეცადეთ, უსაფრთხოდ იყოთ. ზოგიერთი კი ახლობლებს გემრიელი კერძებით გაუმასპინძლდება.
თხის რქა
ყველა სიტუაციაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე. განსაკუთრებით, თუ საკითხი პირად ურთიერთობა ეხება. მოერიდეთ კრიტიკას, ეჭვიანობას.
მერწყული
დღეს მეტად უნდა დაუთმოთ გარშემო მყოფებს და ახლობლების სურვილების გათვალისწინებით იმოქმედოთ. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან. მოთმინებით აღიჭურვეთ.
თევზები
დღეს მეტად უნდა გამოავლინოთ ზომიერება და პრაქტიკულობა. ეცადეთ, ერთი დღისთვის არ დახარჯოთ მთელი თვის ბიუჯეტი. ნუ გასცემთ დაპირებებს.