23-25 მაისი - მთვარე მშვილდოსანშია

23-25 მაისი - მთვარე მშვილდოსანშია

მთვარე მშვილდოსანშია და დარჩება 25 მაისის 19:33-მდე

აქტიურია ცეცხლის სტიქია.

დაისახეთ კონკრეტული მიზნები და გააქტიურდით სასურველის მისაღწევად, დაწყებული საქმეების დასასრულებლად.

საოჯახო საქმეების სიმრავლეს ნუ შეუშინდებით.

ჩაცმულობაში მეტად გამოიყენეთ ლურჯი, ძოწისფერი.

მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.

მოსაფრთხილებელია ღვიძლი, უარი თქვით ალკოჰოლზე.

არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.

ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.

არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.

დარგეთ ხეები და ბუჩქები, რომლებიც გინდათ, რომ სიმაღლეში გაიზარდონ. აგრეთვე ხვიარა მცენარეები.

ებრძოლეთ მიწაში არსებულ მავნებლებს.

კანისთვის გამოიყენეთ ორგანულ ცხიმებზე დამზადებული კრემები (ზეითუნი, სეზამის, ყურძნის კურკა და ა.შ.).

ესტუმრეთ სპა-სალონს, კარგია პილინგი, კანზე წარმონაქმნების მოშორება აგრეთვე, ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა.

მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას. განსაკუთრებით - ლიპოსაქციას.