კურო - საინტერესო ამბებს გაიგებთ, თუმცა გადაუმოწმებლად ინფორმაციებს ნუ ენდობით. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ.
ტყუპი - კარგი დღეა წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. ყური დაუგდეთ მეგობრების რჩევებს. საღამოს ემოციურად დაისვენეთ, გათავისუფლდით წყენისგან.
კირჩხიბი - გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან, მეზობლებთან. დღეს მიხვდებით, რომ ზოგიერთ ადამიანზე მცდარი წარმოდგენა გქონდათ და ისინი სულაც არ არიან ცუდები.
ლომი - ორიგინალური იდეების განხორციელების დღეა. ზოგიერთი საყვარელ ადამიანს რომანტიკულ პაემანს მოუწყობს. საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ უქმეები.
ქალწული - დღეს არ უნდა იზარმაცოთ. თქვენ გჭირდებათ სტიმული მოქმედებისთვის. შეიძლება ეს იყოს კოლეგებთან თათბირი, კონკურენტების წინსვლა. იბრძოლეთ წარმატებისთვის.
სასწორი - ენერგიული და პოზიტიურ განწყობაზე ხართ. დღე ღიმილით და იუმორით ჩაივლის. საღამოს აუცილებლად გამონახეთ დრო და საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში განმარტოვდით.
მორიელი - გადადგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მოითხოვეთ დაწინაურება, ხელფასის მომატება. ზოგიერთი ახალ სამოსს შეიძენს, ზოგიც გემრიელობით გაინებივრებს თავს.
მშვილდოსანი - სიცილი ყველაზე კარგი წამალი. გამხიარულდით და ცხოვრება უფრო სასიამოვნო მოგეჩვენებათ. გადახედეთ კვებისა და ძილის საკითხს. მეტად დისციპლინირებული უნდა იყოთ.
თხის რქა - სირთულეები დაკვირვებულად და ღირსეულად უნდა მოაგვაროთ. რაც უფრო მეტ დაბრკოლებას გადალახავთ, მით აიმაღლებთ ავტორიტეტს.
მერწყული - ენერგიული და მიზანმიმართული ხართ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან. მეტი დრო დაუთმეთ თქვენი იდეების განხილვას.
თევზები - მოქმედების უამრავი ვარიანტი არსებობს. ეცადეთ, სწორი გზა აირჩიოთ. იყავით დაკვირვებული და არ გაუშვათ შანსი ხელიდან, რომ გაიუმჯობესოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.