ავტორი:

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი - როგორი დღე ელით ზოდიაქოს ნიშნებს

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი - როგორი დღე ელით ზოდიაქოს ნიშნებს

ვერძი

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, ვერძ მამაკაცებს შეხვედრა ან ღონისძიება ელით, რომელიც აიძულებს პირადი ცხოვრების პრობლემებზე დაფიქრდნენ. შურიანი ადამიანების ტყუილი და ცილისწამება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას გაართულებს. არ არის გამორიცხული, რომ უყურადღებო განცხადებების ან არასერიოზულობის გამო, ვერძი ქალები თავდასხმების სამიზნეები გახდნენ.

კურო

იღბლიანი დღეა, განსაკუთრებით, კურო ქალებისთვის. ნებისმიერ მამაკაცს მოხიბლავთ, ვინც კი თქვენი თვალთახედვის არეში მოხვდება. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება ნებისმიერ საქმეში წარმატებას მოგიტანთ. ქალებისგან განსხვავებით, კურო მამაკაცებს გაუთვალისწინებელი პრობლემები ელით, რაც საქმის დასრულებაში ხელს შეუშლით.

ტყუპები

იღბლიანი დღეა. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება ტყუპ ქალებს კონკურენტებისა და შურიანი ადამიანების ინტრიგებთან გამკლავებაში და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარებათ. დღევანდელი სიახლეები სავარაუდოდ, ტყუპი მამაკაცების ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს და რადიკალურად შეცვლის მათ ამჟამინდელ მდგომარეობას. ხელსაყრელია შეხვედრები საზოგადო მოღვაწეებთან და პოლიტიკოსებთან.

კირჩხიბი

ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად და რეალურად შეაფასოთ. ამ დღეს თქვენი მიზანი მშვიდი, ოჯახური ბედნიერებაა. ხელსაყრელი დღეა დიდი შესყიდვებისთვის.

ლომი

ყოფილ შეყვარებულთან შეხვედრა ან მოვლენების მოულოდნელი განვითარება პირადი ცხოვრების პრობლემებზე დაგაფიქრებთ. ხელსაყრელი დღეა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისთვის, თუმცა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა უკიდურესად დაძაბული იქნება. სასურველია, რომ უკან არ დაიხიოთ, მაგრამ შეტევაზე გადასვლის დრო ჯერ არ დამდგარა.

ქალწული

მამაკაცებს საინტერესო შეხვედრა ელით, რომელიც პირადი ცხოვრების პრობლემებზე დააფიქრებთ. ქალებს ვურჩევთ ყველა უსარგებლო კავშირი გაწყვიტონ და დროებით თავი შეიკავონ ახალი ნაცნობების გაჩენისგან - წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია იმედგაცრუება, ცრემლი დ წყენა. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, ახლობელ ადამიანთან დაკავშირებით სასიხარულო ამბავი გაიგოთ.

სასწორი

ცვლილებებისა და გარდაქმნების დღეა, რომლებიც ძირითადად, ბავშვებს, შემოქმედებას და პირად წარმატებას უკავშირდება. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება. თუ თქვენი ქმედებები მომხდარის რეალურ და ობიექტურ შეფასებას ეფუძნება, აღიარება და წარმატება გელით.

მორიელი

სიმართლის გაგების, ცოდნის შეძენის და ფარული შესაძლებლობების გააქტიურების დღეა. მორიელის ინტელექტუალური ცხოვრება პირად გამოცდილებას და დაკვირვებებს ეფუძნება. მომხდარის ფილოსოფიური შეფასებისკენ ხართ განწყობილი. შესაძლოა, საკუთარ თავში სულების განკურნების უნარი აღმოაჩინოთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და საქმეებისთვის, რომლებიც ახალ კონტაქტებს უკავშირდება. საზოგადოებრივ მოღვაწეებთან და პოლიტიკოსებთან შეხვედრები წარმატებული იქნება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. გირჩევთ ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ და თბილი აბაზანა მიიღოთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა საქმიანი ურთიერთობებისა და ემოციური შეხვედრებისთვის. სავარაუდოდ, ახალ ამბავს გაიგებთ, რომელიც გაიძულებს პირადი ცხოვრების პრობლემებზე სერიოზულად იფიქროთ. ახალი ნაცნობობა მოგვიანებით შეიძლება კარიერული ან ფინანსური წარმატების საფუძველი გახდეს.

მერწყული

რთული და წინაღმდეგობრივი დღეა. თქვენმა ამპარტავნებამ და უტაქტობამ შეიძლება ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი გამოიწვიოს ან უცნობი ადამიანების მხრიდან გამოვლენილი აგრესიის მიზეზი გახდეს. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ნუ გადაიღლებით და ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

თევზი

პასიური დღეა. მოერიდეთ დაფიცებას და დაპირებების გაცემას. სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ დაწყებული საქმე უკვე დაასრულეთ. გირჩევთ ემოციები აკონტროლოთ, რომ დაუფიქრებელი სიტყვით ან საქმით არავინ შეურაცხყოთ. დღის მეორე ნახევარში სასურველია განმარტოება. ახლა ყველაზე მეტად სრულფასოვანი დასვენება და კარგი ძილი გჭირდებათ.